11 სექ 2019 14:02 246

ადვოკატი მიხეილ კალანდიას სასამართლო სხდომების გახსნას ითხოვს

 

 

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატი სასამართლო სხდომების გახსნას ითხოვს. მისი ინტერესების დამცველის თქმით, მხოლოდ ამ გზით შეიძლება საზოგადოებამ ობიექტური დასკვნები გააკეთოს.

ადვოკატის განცხადებით, საქმეში არ დევს საკმარისი მტკიცებულებები და კალანდია პოლიტიკური დისკუსიის გამო დააკავეს.

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.