11 სექ 2019 15:18 408

კალანდიას დაკავებით სარალიძე დააშოშმინეს - ადვოკატი

 

 

ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, საქართველოს პარლამენტის მმართველი პოლიტიკური ძალისა და „ევროპული საქართველოს ერთობლივი გარიგების პროდუქტად ციხეში მოთავსებული ადამიანია.

ადვოკატმა სასამართლო სხდომების შესახებაც ისაუბრა და განცხადა, რომ აუცილებელია, დანიშნული სხდომები გასაჯაროვდეს. 

„მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ მიხეილ კალანდია საქართველოს პარლამენტის მმართველი პოლიტიკური ძალისა და „ევროპული საქართველოს ერთობლივი გარიგების პროდუქტად ციხეში მოთავსებული ადამიანია. რამეთუ, ოღონდ არ იყოს „ბუნტი“ ამ პრინციპს ემსახურება მათი ეს გადაწყვეტილება, ამით დააშოშმინეს სარალიძე, რომელიც ძალიან სერიოზულ პრობლემას უქმნიდა ქალაქს და სახელმწიფოს თავისი საქციელით. ეს სპექტაკლიც ამის გამო გაითამაშეს და საპყრობილეში სრულიად დაუსაბუთებლად მოათავსეს. 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად შემიძლია განვაცხადო, რომ კალანდიას დაურღვიეს დაცვის უფლება, სხდომის საჯაროობის პრინციპი, შეჯიბრებითობის და თანასწორონის პრინციპი, რის საფუძველზეც ხვალ მაქვს შუამდგომლობა საქალაქო სასამართლოს მოსამართლის წინაშე, რომ სხდომა, რომელიც დახურულია სრულიად უსაფუძვლოდ, გასაჯაროვდეს. პროკურატურის მიერ შეთითხნილი ბრალი დასაბუთებას ვერ ჰპოვებს,“ - განაცხადა თოდუამ.