11 სექ 2019 15:54 2226

„როგორი დაუნდობელია ქართული საზოგადოება, 49 წლის კაცს მიწაში ამდენი ბოროტება, ტყუილი, ჭორი და ზიზღი რომ გაატანა!“

 

 

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში წერს:

 

„მე ნოდარ ხადურს არ ვიცნობდი, ერთადერთხელ ვნახე სამხატვრო აკადემიაში პრეზენტაციაზე... მის შესახებ "საზოგადოებრივი აზრის" ტყვეობაში მეც ვიყავი და რა თქმა უნდა, მკვეთრად უარყოფითი წარმოდგენისა გახლდით... დღეს აღმოჩნდა, რომ 3 ოთახიან ბინაში უცხოვრია, არც მდიდარი კაცი ყოფილა, ციკნის ხორცსაც არ ჭამდა და ღრეობაც ფრიად სძაგდა თურმე...

 

ჰოდა სხვების ნაცვლად მე შემრცხვა...

 

როგორი დაუნდობელია ქართული საზოგადოება, შეუწყნარებელი, ამაღამ ამ თემაზე უამრავი მოღლიცინე, ბულინგის თანაავტორი თუ ცილისმწამებელი ლოგინში ჩაწვება და დაიძინებს, არ შეაწუხებს სინდისი, 49 წლის კაცს მიწაში ამდენი ბოროტება, ტყუილი, ჭორი და ზიზღი რომ გაატანა!

 

დავით აღმაშენებლის მემატიანე წერს რომ მეფეს უამრავი "მაბრალობელი" ჰყოლია, ჰოდა "მაბრალობლების" ერად ვიქეცით, ისეთ "მაბრალობლებისა" რომელთაც მგონია ჯოჯოხეთშიც კი არ ელოდებიან...“