11 სექ 2019 22:35 2467

ოქრუაშვილი:-"ტვ პირველი,ზრდილობის გამო მაინც მახსენეთ" -გრიგოლია ოქრუაშვილს: -"მეწყინა,ეხლა მეტს არაფერს დავწერ"

ირაკლი ოქრუაშვილმა თავის მორიგ პოსტში ტვ პირველს მიმართა:

"ტვ პირველი!!!

ის რომ ხაზარაძისგან ახალი ილია ჭავჭავაძის გაკეთებას ცდილობთ თქვენი გემოვნების და ინტერესის საკითხია, მაგრამ 20 ივნისის ღამის გამო დაკავებულებზე და ხელისუფლების რეპრესიებზე გაკეთებულ სიუჟეტებში (ასეთი უკვე ათამდე გქონდათ) ერთხელ,ზრდილობის გამო მაინც მახსენეთ. აქ ნარკოტიკების რეალიზაციის ან ყაჩაღობის გამო კი არ ვზივარ!“

 

ინგა გრიგოლია კი ასე  ასე გამოეხმაურა ირაკლი ოქრუაშვილს:

”ირაკლი, ალბათ გადმოგცემენ ამ კომენტარებს და დავწერ, არ იქნება ჩემი მხრიდან სწორი, დაპატიმრებულ ადამიანს ვეკამათო, მაგრამ იმდენი გადაცემა გავაკეთე შენს დაპატიმრებაზე, ცოტა გამიკვირდა შენი ეს პოსტი, როცა გამოხვალ, კამათი მერე, ახლა გისურვებ განთავისუფლებას და იმ ადამიანებს ვადანაშაულებ შენს შეცდომაში შეყვანაში, ვინც წესით, უნდა გეუბნებოდეს, რომ ძალიან ბევრი გადაცემა და რეპორტაჟი გავაკეთეთ ჩვენს არხზე შენზე, მეწყინა, მაგრამ ეხლა მეტს არაფერს დავწერ”