11 სექ 2019 23:55 1065

"სირცხვილია... სულ დალეწილი დაგვხვდა სტალაქტიდები..." - ქუთაისში 50 000 წლის მღვიმე დააზიანეს

 

ვანდალური ფაქტი ქუ­თა­ის­ში - კლდი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი ე.წ. ჩა­პას მღვი­მე დააზიანეს.
ად­გი­ლობ­რივ­ი მცხოვ­რები ვახ­ტანგ სი­ხა­რუ­ლი­ძემ ამის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:
"სულ დალეწილი დაგვხვდა სტალაქტიდები... სირცხვილია...
ძალიან სმწუხაროა, თუ ასე გაგრძელდა, აღარაფერი დარჩება სანახავი ბნელი ხვრელის გარდა.
ძალიან დაზიანებული დაგვხვდა მღვიმე. დამტვრეული და განადგურებული ნაღვენთი ელემენტები. რთულია პასიურად ვანდალიზმს გაუმკლავდე"- წერს სიხარულიძე.