11 სექ 2019 23:58 1411

"გახარიას "წერტილის" გარდა, ყველაფერი იკითხება ამ წერილის შინაარსში... ხმაც კი იქნება, როგორ კარნახობს"

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ამბობს, რომ გამოძიებას მარტივად შეუძლია იმ პირთა ვინაობა დაადგინოს, რომელთა ანაბეჭდებიც ხაზარაძისთვის გაგზავნილ მუქარის წერილზეა ნაპოვნი.


ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის თქმით, გახარიას ცნობილი სიტყვის - წერტილის გარდა, ყველაფერი იკითხება ამ წერილის შინაარსში.

 

 

„გახსოვთ, რომ დასცინოდნენ უმრავლესობის წევრები, მათ შორის, თავად გახარია, რომ ეს არის ფარატინა ქაღალდი და რომ ასეთ წერილს ყველა დაწერს. აბა დაწერონ ისეთი წერილი, სადაც გიორგი გახარიას ანაბეჭდები იქნება, ან მისი მდივნის, რომელმაც ეს აკრიფა, ან მისი თანაშემწის, რომელმაც ეს გამოიტანა. ძალიან ადვილია, შესყიდვებიდან ამოვიღოთ ის მოწყობილობები, ქსეროქსი და საბეჭდი მასალები, სადაც ეს წერილი დაიბეჭდა. ერთადერთი ამ წერილში ბოლოში არ არის ნათქვამი გახარიამ რომ იცის: „წერტილი“, „ხაზარაძე, ახლა მიდი და ზურაბიშვილს დაუჭირე მხარი, დახურე „ტვ პირველი“ და „არტარეა“ და წერტილი“. აი, წერტილის გარდა, ყველაფერი იკითხება ამ წერილის შინაარსში. ისეა ტექნოლოგიები განვითარებული, რომ გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები კი არა, შესაძლოა მისი პორტრეტი ამოვიდეს. 21-ე საუკუნეა, აი, დინოზავრის ხმების აღდგენაც კი უნდათ გამოქვაბულში და პორტრეტი კი არა, გახარიას ხმაც კი იქნება, როგორ კარნახობს ამ წერილს,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

ნიუპოსტი.