12 სექ 2019 10:33 401

ზესტაფონის ადმინისტრაციის 3-სართულიან შენობაში ლიფტის დასამონტაჟებლად ბიუჯეტიდან 64 000 ლარი დაიხარჯება

 

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ ადმინისტრაციულ შენობაში ლიფტის დასამონტაჟებლად ტენდერი გამოაცხადა.

ადაპტირებული ლიფტის შესყიდვა - მონტაჟის ფინანსური უზრუნველყოფა ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდება, რისთვისაც 64 000 ლარია გამოყოფილი.

არსებული პროექტის მიხედვით, სამსართულიან შენობაში, სადაც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულოა განთავსებული, ადაპტირებული ლიფტით 1 დან - მე -3 სართულამდე იქნება გადაადგილება შესაძლებელი.

როგორც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი გოგლიჩიძე ამბობს, ადაპტირებული სივრცე ყველას თანაბარ შესაძლებლობას მისცემს, ადმინისტრაციულ შენობაში თავისუფლად გადაადგილდნენ, ყოველგვარი ბარიერებისა და შეზღუდვების გარეშე.

ტენდერი მერიამ 2019 წლის 10 სექტემბერს გამოაცხადა, წინადადებების მიღება 2019 წლის 25 სექტემბერს დასრულდება.


პრაიმტაიმი