02 ოქტ 2019 19:34 15743

საქართველოს მთავრობა ახალ სკანდალში გაეხვა

 

 

 

 

საქართველოს მთავრობა კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა.

შოთა ჭიჭიაშვილი, რომელიც, ნომერ პირველ ტერორისტად იყო შერაცხული და  2003 წელს მოსკოვში დააკავეს, ადამიანების გატაცების, ბანდიტიზმისა და სხვა მძიმე დანაშაულებების გამო, საქართველოს მხარეს გადმოსცეს, 22 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და საქართველოს ციხეში იჯდა, 2013 წელს, ამნისტიით იქნა გათავისუფლებული საპატიმროდან.

მან საქართველოს ფარგლები, ამნისტიიდან 2 დღეში დატოვა.

ჭიჭიაშვილი ღიად ყვებოდა ინტერვიუებში, რომ მონაწილეობდა ესპანელი ბიზნესმენების გატაცების საქმეში.

ასევე ღიად ყვებოდა მუხროვანის ამბოხზე: მუხროვანის ბაზა 7 პირთან ერთად უსისხლოდ ავიღე და ბაზა გია კრი­ა­ლაშ­ვილ­სა და კობა ოთა­ნა­ძეს გა­და­ვე­ცი. მერე შე­ვარ­დნა­ძე კრი­ა­ლაშ­ვილ­სა და ოთა­ნა­ძეს მო­ე­ლა­პა­რა­კა - კრი­ა­ლაშ­ვი­ლი სამ­ხედ­რო ატა­შედ გა­უშ­ვა უკ­რა­ი­ნა­ში, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს 10 თუ 20 მი­ლი­ო­ნით გა­უ­ზარ­და ბი­უ­ჯე­ტი, ჯოხი კი ჭი­ჭი­აშ­ვილ­ზე გა­და­ტყდა, მე გა­მო­ვე­დი ქვეყ­ნის მტე­რი".

შოთა ჭიჭიაშვილი უკრაინის სამართალდამცველებმა გუშინ მოკლეს. იგი ძებნილად იყო უკრაინაში გამოცხადებული, სამართალდამცველისთვის ცეცხლსასროლი იარაღით სროლის გამო.

შსს-ში აცხადებენ, რომ გარდაცვლილი ნამდვილად არის შოთა ჭიჭიაშვილი და რომ უკრაინულ მხარესთან კომუნიკაცია ამ საკითხზე შედგა.

ნებისმიერი ქვეყნის სამართალდამცველ ორგანოს რომ ჰკითხო, სპეც.ოპერაციისას მოკლულ კრიმინალზე - გეტყვის, რომ იქნა ლიკვიდირებული.

მხოლოდ ქართულ სამართალდამცველებს შეუძლიათ თქვან - შოთა ჭიჭიაშვილი გარდაიცვალა.

 

 

ეს რიგით მეორე ტერორისტია, რომელიც 2013 წელს, საქართველოს მთავრობამ ციხიდან გაუშვა.

პირველი იყო ჩატაევი.

და ამჯერად, ორივე ლიკვიდირებულია.

 

ალია