04 ოქტ 2019 12:13 566

თბილისში მძარცველი აივანზე გამოკეტეს

 

 

თბილისში, პეკინის #22-ში კაცი მეხუთე სართულზე მდებარე ბინაში შეჭრას სახურავიდან ცდილობდა. შემთხვევის დროს ბინის მფლობელები შინ იმყოფებოდნენ. მათ სავარაუდო მძარცველი აივანზე გამოკეტეს და 112-ში დარეკეს.

შემთხვევის ადგილზე მისულმა პატრულის თანამშრომლებმა კაცი დააკავეს. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, სსკ-ის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს.