07 ოქტ 2019 20:21 13652

"ალია" გთავაზობთ იმ 15 მედიკამენტის სიას, რომელსაც 500-600%-ით იაფად შეიძენთ - "ავერსისა" და "პეესპეს" ზღაპრები წამლების მაღალ ფასებზე დამთავრდა!"

 

 

 

 

 

 

 

 

 

"ავერსისა" და "პეესპეს" ზღაპრები წამლების მაღალ ფასებზე დამთავრდა!"

 

"ალია" გთავაზობთ იმ 15 მედიკამენტის სიას, რომელსაც 500-600%-ით იაფად შეიძენთ!

 

 

 

 

 

 

 

თავისუფალმა საქართველომ“, რომლის ლიდერი კახა კუკავაა, თურქეთიდან მედიკამენტების ანტიმონოპოლიური იმპორტი დაიწყო.

რამდენიმე პარტია, აქამდეც ხმამაღლა საუბრობდა მედიკამენტთა მაღალ ფასზე და რეგულაციების არსებობაზე, მაგრამ ეს პირველი პარტიაა, რომელმაც რეალური გზა იპოვა იმის თვალსაჩინოებისთვის, მართლაც რამხელა სხვაობაა საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის, მედიკამენტთა ფასებზე.

 

 

 

 

ალიაესაუბრა პარტიათავისუფალი საქართველოსთავმჯდომარის მოადგილეს თენგიზ ომანიძეს:

 

 

 

 

ბატონო თენგიზ, როგორ გაჩნდა იდეა?

საქართველოში მედიკამენტთა ფასი 5-ჯერ და 6-ჯერ უფრო მაღალი რომ არ არის, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში, ამაზე სულ ვსაუბრობდით, ჩვენს საარჩევნო პროგრამაშიც გვქონდა ამაზე საუბარი და დავპირდით, მოსახლეობას, რომ ამ რეალობის შეცვლას ვეცდებოდით.

მთავრობის მხრიდან ბევრჯერ იყო დაპირება, ამ 7 წლის მანძილზე, მაგრამ არც ერთი რეალური ნაბიჯი არ გადადგმულა ჯერ.

გადავწყვიტეთ, დაგვეწყო ეს არაორდინალური პროექტი - შემოგვაქვს მედიკამენტები ჯერჯერობით თურქეთიდან, თუმცა, სხვა მეზობელი ქვეყნებიდანაც შემოვიტანთ. ამჯერად, ქალაქ ხოფადან შემოვიტანეთ, საქართველოსთან შედარებით ძალიან იაფი ღირდა მედიკამენტები, თუმცა, როგორც გავიგეთ, ხოფაში, თურქეთის სხვა ქალაქებთან შედარებით, ისედაც ძვირი ყოფილა წამლები, ამიტომ, შემდეგ შემოტანას, თურქეთის სხვა ქალაქიდან ვგეგმავთ და შესაბამისად - ვფიქრობთ, კიდევ უფრო დაბალ ფასად მოვახერხებთ ჩამოტანას.

დიდია მედიკამენტებზე მოთხოვნა?

მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ერთი კვირაა, მედიკამენტების შემოტანა დავიწყეთ და ეს ერთი კვირა საგანგებო რეჟიმში გვიწევს მუშაობა, შესაძლებელია, თანამშრომლების დამატებაც დაგვჭირდეს. ოფისშივე გამოვყავით ფართი, სადაც მედიკამენტებს ვინახავთ, მოგვიანებით, ყველა რეგიონალურ ოფისში გვინდა მსგავსი ფართის გამოყოფა. იმ ადამიანებთან კი, ვისაც სიარული და გადაადგილება უჭირს, თავად მიგვაქვს მედიკამენტები.

ჩვენ უკვე დავრეგისტრირდით წამლის შემომტან სააგენტოდ, თუმცა, მანდაც პროცედურებია, ჯერჯერობით, მხოლოდ 15 სახეობის მედიკამენტი შემოვიტანეთმხოლოდ მესამე ჯგუფის წამლები შემოვიტანეთ ამჯერად - ეს არის წამლები, რომლებსაც არ სჭირდება რეცეპტები, წნევის, გულ-სისხლძარღვთა და სხვათა წამლები მაგალითად.

დაახლოებით ერთი თვის ვადაში, უკვე მზად იქნება საბუთი იმისათვის, რომ პირველი და მეორე ჯგუფის წამლები შემოვიტანოთ.

ამჯერად მეტი დასახელების წამალს შემოვიტანთ.

პარალელურად ვიკვლევთ ბაზარს, იმის მიხედვით ვგეგმავთ შემოსატან მედიკამენტთა რაოდენობას, რა მოთხოვნაცაა. მაგრამ, რეალურად, მოთხოვნა ძალიან დიდია.

მომავალში ვფიქრობთ, ბავშვთა კვების შემოტანასაც, რადგან, ბავშვთა კვებაც, ბევრად ძვირი ღირს საქართველოში, ვიდრე ჩვენს მეზობელ ქვეყნებშია.

ამბობთ, რომ ეს არის აქცია - დროებითია, წამლების შემოტანა? შეწყდება? როდის შეწყდება?

არა, შეწყვეტას არ ვაპირებთ, აქცია იმიტომ ჰქვია, რომ სრულიად არაკომერციული პროექტია, ზუსტად იმ თანხაში აქვთ საშულება შეიძინონ, რა ფასადაც ვყიდულობთ. ყველაფერი გამჭირვალეა, საბუთებს ვაჩვენებთ და ვდებთ.

თქვენ მინიმალურ პროცენტს არ ამატებთ? ტრანსპორტირების ხარჯს, თანამშრომლებთა ხელფასებს როგორ იხდით?

ჯერჯერობით ჩვენი, არსებული თანამშრომლების ძალებით ვმუშაობთ, ჩვენივე ფინანსებით ვახერხებთ ტრანსპორტირებასაც. პარტიის ოფისი ისტუმრებს ხარჯს. შემდეგ, ვნახოთ, როცა დიდ პარტიას შემოვიტანთ, თუ დაგვჭირდება რამდენიმე პროცენტის მომატება გზის ხარჯის დასაფარად, თანამშრომელთა ხელფასების გადასახდელად - არც ეგ იქნება პრობლემა, რადგან, ძალიან მინიმალურ ცვლილებას გამოიწვევს ფასის.

თუმცა, ჩვენ არ გვაქვს ამბიცია, რომ მოვამარაგოთ მთელი საქართველო მედიკამენტებით. ჩვენი მიზანია - წამალი გაიყიდოს გაცილებით იაფ ფასად. ზღაპრები, რასაც გვეუბნებიანავერსში~ დაპეესპეში“, რომ აი, საზღვარზე იბეგრება და ასე შემდეგ - დაძველდა. ფაქტი არის სახეზე.

სამართლებრივად, ჩვენი კომპანიაც და ისინიც ერთნაირად ვიბეგრებით და შეხედეთ - როგორი სხვაობაა ფასებში...

ჩვენ უკვე გვაქვს მოლაპარაკება არაბრენდ აფთიაქებთან, პატარა აფთიაქებთან, .. უბნის აფთიაქებს რომ ვეძახით და მზად არიან 15-20 პროცენტმატებით გაყიდონ ჩვენი შემოტანილი წამლები. ეს აფთიაქები კომერციულ საქმიანობას ეწევიან და რა თქმა უნდა, პროცენტი უნდა დაადონ, ოღონდ არა 600 პროცენტი - 20 პროცენტი სრულიად საკმარისი იქნება და ესეც ბევრად დაბალი ფასი გამოვა, ბრენდი აფთიაქების ფასებთან შედარებით.

შესაბამისად, მონოპოლისტ აფთიაქებს მოუწევთ ფასის დაგდება.

არსებითად დიდი განსხვავებაა ფასებში, იმის მაგივრად, რომ ჩვენს მოქალაქეებს არსებობა შეუმსუბუქონ, პირიქით, ცდილობენ უფრო გააღარიბონ ხალხი.

წამლის სააგენტო, ბიუროკრატიული ორგანო გახდა. მას არ აქვს არსებითი გავლენა ფასების რეგულაციაზე, რადგან არ სურთ, რომ ჰქონდეთ. ხელისუფლება თავად არის ამ ბიზნესის წარმომადგენელი.

მონოპოლისტ აფთიაქებს თავიანთი წარმომადგენლები სულ ჰყავთ პარლამენტი.

ოქრიაშვილზე ამბობთ?

ვინმესთვის საიდუმლოს წარმოადგენს, რომპეესპემისი საკუთრებაა? კახა ოქრიაშვილი ამიტომ იყო შევარდნაძის მთავრობასთანაც კარგად, სააკაშვილის მთავრობასთანაც და ახლა ბიძინასთანაც კარგად გრძნობს თავს. სჭირდებათ - გამოდის, ხომ? რისთვის?

მთელს მსოფლიოში, არსად არ ხდება, რომ ერთი და იგივე კომპანია იყოს - საავადმყოფო, წამლის გამომწერი, მერე წამლის მიმწოდებელი და ბოლოს დამზღვევიც. რა თქმა უნდა, როცა ავადმყოფი მთლიანად მის ხელშია, ექიმით დაწყებული, წამლით გაგრძელებული და დაზღვევით დამთავრებული - და სახელმწიფო არ ერევა მათ საქმიანობაში - საიდან იქნება კონკურენცია?

ამიტომაც მივიღეთ ეს 500 და 600 პროცენტით გაზრდილი ფასები.

ამბობდნენ, შეუძლებელია, უფრო იაფად ჩამოტანაო.

ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ შესაძლებელია. ვიცით, რომ შესაძლოა, მოისურვონ გარკვეული პრობლემების შექმნა, მაგრამ ჩვენ ვმოქმედებთ სამართლებრივად და ღიად, გამჭირვალე პროექტს ვაწარმოებთ, შესაბამისად, ჩვენთვის ხელის შეშლა არ გამოუვათ. გარდაუვალია, აუცილებლად მოუწევთ ფასის დარეგულირება.

 

 

 

 

 

 

ალიაგთავაზობთ, იმ 15 მედიკამენტის ჩამონათვალს და ფასს, რომელიც ამჟამად, პარტიათავისუფალი საქართველოსოფისში (თბილისი, ონიაშვილის 80, ტელეფონი - 555 332 720) შეგიძლიათ შეიძინოთ.

 

 

 

ასევე, ჩვენის მხრივ დავამატებ, არ იქნებოდა ურიგო - სხვა პარტიებმა პროდუქტების საბითუმო ფასი, წარმომავლობა და ხარისხი გაარკვიოთ.

მაგალითად, უცებ რომ აღმოჩნდეს, რომ დაფასოებული ხორცი, ნახევარ ფასად იყიდება მეზობელ ქვეყნებში, ან ძეხვი, ან წვენი, თუნდაც.

მოვამარაგოთ პატარა მაღაზიები, თორემ, გავღატაკდით, კი არ გავღარიბდით, გავღატაკდით.

 

 

 

 

 

იანუმეტი - 44.41 ლარი (მონოპოლიური ფასი 159.05 ლარი 

კოზარი 100 - 9.43 ლარი (მონოპოლიური ფასი 25.64 ლარი)

ნიზარი 100 - 9.43 ლარი (მონოპოლიური ფასი 29.51 )

ბრილიანტა - 115.15 ლარი (მონოპოლიური ფასი 288,8)

კარდიომაგნირი - 2.36 ლარი (მონოპოლიური ფასი 9.18 ლარი)

ქსარელტო 10 მგ - 31.44 ლარი (მონოპოლიური ფასი 103.78)

ქსარელტო 15 მგ. - 66.81 ლარი (მონოპოლიური ფასი 230.79ლარი )

ტრიპლიქსამი - 17.69 ლარი (მონოპოლიური ფასი 53.97 ლარი)

სიმბიკორტი 160/4.5 - 23.19 ლარი (მონოპოლიური ფასი 105.4 ლარი)

სიმბიკორტი 320/9 - 47.95 ლარი (მონოპოლიური ფასი 173.38 ლარი)

ნასონექსი - 8.65 ლარი (მონოპოლიური ფასი 39.93 ლარი)

ჯანუვია - 44.41 ლარი (მონოპოლიური ფასი 144.62 ლარი)

კოვერამი - 12.58 ლარი (მონოპოლიური ფასი 40.48 ლარი)

ონკეაირი 5 - 22.01 ლარი (მონოპოლიური ფასი 66.46 ლარი)

კაპტოპრილი - 5,50 ლარი (მონოპოლიური ფასი 21.00 ლარი)

 

თამო კეშელავა

ალია №36