08 ოქტ 2019 11:34 620

„ვგავარ ახლა იმას, რომ გაუპატიურებისას ვიქტიმოლოგიურ ფაქტორს გამოვიკვლევ, მსხვერპლი ვულგარული იყო თუ არა?“ მართლა უსაზღვროა ადამიანის სისულელე

 

 

ნიკა გვარამიას კითხვამ, რომელიც მან დეპუტატის მხრიდან სექსუალური ძალადობის შესაძლო მსხვერპლს დაუსვა, ქალთა უფლებადაცველების გაღიზიანება გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ გვარამია გადაცემაში დაინტერესდა სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს ინციდენტის დროს კაბა ეცვა, თუ შარვალი.

თავად გვარამიას უფლებადამცველებს ასე პასუხობს:

„რა გამომწვევობა კაცო? კაბა რატოა შარვალზე გამომწვევი? ის ხომ არ მიკითხავს, მოკლე კაბა იყო, თუ დეკოლტეიანი? პირიქით, შარვალს ვეძებდი და პასუხზე კაბა, სხვა თემაზე გადავედი. ან მე ვგავარ ახლა იმას, რომ გაუპატიურებისას ვიქტიმოლოგიურ ფაქტორს გამოვიკვლევ, მსხვერპლი ვულგარული იყო თუ არა? მართლა უსაზღვროა ადამიანის სისულელე, დიდი ბოდიში“, - დაწერა ნიკა გვარამიამ.