09 ოქტ 2019 17:45 580

"80 მილიონი ხალხის ფულით გვიტევენ ფეიკ ნიუსებით"

 

 

 

 

 

მამუკა მდინარაძე, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, შემდეგი განცხადება გააკეთა:

 

 

 

"ტელეკომპანია „იბერიას" მფლობელმა ზაზა ოქუაშვილმა სახელმწიფოს კუთვნილი 50 მილიონი ვალი დააგროვა, ნიკა გვარამიამ კი 27-28 მილიონი და ახლა თავის მსხვერპლად წარმოჩენას ცდილობენ.

ოთხმოც მილიონამდე თანხა გააერთიანეს და ახლა იბერიის შენობაში განთავსებულები, თავის მსხვერპლად წარმოჩენას ცდილობენ.

„იბერია", რომელიც მეპატრონეს წაართვეს, „ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს დაუბრუნდა მეპატრონეს. ასევე, წართმეული „რუსთავი 2" თავის მეპატრონეს სტრასბურგის გადაწყვეტილებით დაუბრუნდა.

დღეს რომან გოცირიძე გამოდის და ამბობს, თითქოს „რუსთავი 2" გახსნილი იყო ჯიხურში, შემდეგ გაამდიდრეს ტელევიზია, შექმნეს მძლავრი მედიასაშუალება და თითქოს ამით ამართლებენ რუსთავი 2-ის ოკუპაციას. 80 მილიონი ხალხის ფულით გვიტევენ ფეიკ ნიუსებით. ერთი მხრივ გასაგებია, რომ რამდენიმე დღეში მივეცით საშუალება, რომ გაეხსნათ ტელევიზია, მაგრამ მეორე მხრივ, ხომ არ გვაქვს სერიოზული ხარვეზი ის, რომ ეს თანხა დღემდე გადაუხდელია"