09 ოქტ 2019 18:30 697

"ავთო შარვაძის ქვრივს სახლიდან აგდებენ, სიმსივნითაა დაავადებულია, თაღლითური გზით "აახიეს" ბინა"

 

 

 

 

 

 

 

ანუკი ქორქია სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ ცნობილი კომპოზიტორის, ავთო შარვაძის ქვრივს, რომელსაც სიმსივნე აქვს, ბინიდან ასახლებენ. ის ქორქიების მეზობლად ცხოვრობს…

გთავაზობთ ანუკის სტატუსს:

 

 

 

 

„ხვალ ჩემს მეზობელს თ.იმნაძეს, მარტოხელა ქალს, რომელიც არის ონკოლოგიურის პაციენტი (თავის ტვინის სიმსივნით) , რომელსაც უმძიმესი ოპერაციით რამდენიმე წლით გავუხანგრძლივეთ ცხოვრება, აგდებენ სახლიდან!!! რომელიც თაღლითური გზით “აახიეს” !!! სასამართლო ვერასოდეს ვეღარ ჩატარდა და ზემოთ ხსენებული ქალბატონი უსამართლო გამოსახლების შემთხვევაში იმუქრება თვითმკვლელობით, რომლის მცდელობაც ახალგაზრდობაში ჰქონდა!!! არის არაჩვეულებრივი ადამიანი და პიროვნება, მისი ზეემოციური და ხანდახან არაადეკვატური რეაქციების მიღმა!!! ყველასათვის საყვარელი ბრწყინვალე კომპოზიტორის ავთო შარვაძის ქვრივი. მოკლედ, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, არის მოტყუებული მარტოხელა, რომელსაც წასასვლელიც არ აქვს და რეალური საფრთხეა სუიციდის. ბოლოს და ბოლოს პროცესის ჩატარება რა გახდა!!!“

 

 

ფორტუნა