09 ოქტ 2019 18:37 246

"ინფრასტრუქტურას დამატებით 130 მილიონი, შსს-ს 25, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის სამინისტროს - 10 მილიონი" - საქართველოს ბიუჯეტი

 

 

 

 

 

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების გადამუშავებულ ვარიანტს მხარი დაუჭირა. ინფორმაციას კომიტეტი ავრცელებს.

 

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მოცულობა იზრდება 92.8 მილიონი ლარით და შეადგენს 12 965.5 მლნ ლარს, ხოლო გადასახდელების -223.1 მლნ ლარით და მიაღწევს 13 313.1 მლნ ლარს. იზრდება განათლების სამინისტროს დაფინანსება 131 მლნ ლარით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს -10 მლნ ლარით, შსს დაფინასება-25 მილიონით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დამატებით გათვალისწინებულია 130 მილიონი ლარი. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი სესიაზე განსახილველად მომავალ კვირას გავა.