09 ოქტ 2019 18:42 415

"რაც ეს ამბავი გაშუქდა, საგამოძიებო მოქმედებების უმეტესობა მას მერე გატარებული" - თამთა თოდაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

თამთა თოდაძემ, თბილისის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ, განცხადება გააკეთა:

 

 

 

 

 

"გავეცანი საქმის მასალებს, ნამდვილად ვიტყვი, რომ პროკურატურის მხრიდან ჩატარებულია დიდი მოცულობის საგამოძიებო მოქმედებები. იმასაც ვიტყვი, რომ ძირითადი ნაწილი საგამოძიებო მოქმედებებისა მას შემდეგ არის ჩატარებული, რაც ეს ამბავი გაშუქდა. სრულიად კმაყოფილი ვარ იმ მასალებით, რასაც გავეცანი. მე არ მეშინია ჩემი სიმართლის დამტკიცების. კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ხელი მოვაწერე გაუთქმელობის აქტს, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სიმართლის დამტკიცება არ გამიჭირდება.

ჩემი მთავარი მოთხოვნაა პატიმრობა, ასევე შეუწყდეს დეპუტატის მანდატი, იმიტომ, რომ როდესაც დიდი ძალაუფლებაა, დიდია მოწმეებზე გავლენის მოხდენის შანსიც. კონკრეტულ ფაქტს ვერ ვიტყვი, მაგრამ როცა ხარ თანამდებობის პირი და გაქვს დიდი ძალაუფლება, შესაბამისად ძალიან დიდი რესურსიც გაქვს იმისთვის, რომ მოწმეებზე მოახდინო ზეგავლენა."