09 ოქტ 2019 19:28 678

"ოთარ კახიძე თაღლითია, შეგნებულად დააქსეროქსა დოკუმენტი ისე, რომ საგნები არ ჩანდეს"

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი „ევროპული საქართველოს“ წევრ ოთარ კახიძეს თაღლითობაში ადანაშაულებს

 

 

 

 

 

„ერთ-ერთმა დეპუტატმა გადმომცა ნიშნის ფურცელი და მითხრა მეთქვა, რა ნიშანი მყავს საერთაშორისო სამართალში, შემდეგ აღნიშნა, რომ ეს ნიშანი ამ დოკუმენტში არ არსებობს, რადგან მე საერთაშორისო სამართალს არ ვსწავლობდი. მე ოჯახიდან გადმოვაგზავნინე დედანის ასლი და შესაბამისად, ამ დოკუმენტებში არის. დეპუტატმა ისე გადააქსეროქსა ნიშნის ფურცელი, რომ მას საგნების ბოლო ორი რიგი აკლია. როცა ვსაუბრობთ თაღლითობაზე, აღნიშნული დეპუტატის ქმედება არის აი ეს, რომ ამომრჩევლები, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. შეგნებულად დააქსეროქსა დოკუმენტი ისე, რომ საგნები არ ჩანდეს და შემდეგ კითხვა და ნარატივი შექმნას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომ თურმე შალვა თადუმაძე ერთი რომ სარდაფის ინსტიტუტში სწავლობდა და მერე ისეთ საგანს, როგორიც საერთაშორისო სამართალი იყო არ გადიოდა“