09 ოქტ 2019 19:47 619

"ცოტა ხანი ხომ შეიძლება დაისვენოს ადამიანმა, თავის საყვარელ ადამიანებთან ერთად და მერე ყველას გიპასუხებთ კითხვებზე"

 

 

 

 

 

გუშინ გათავისუფლებული, ლევან ჯიქური და მისი ოჯახი, სოციალური ქსელით, განცხადებას ავრცელებს:

 

 

"იმედია სხვანაირად არ მიიღებთ.და შეხვალთ ჩვენ მდგომარეობაში.
👏👏 დიდ ბოდიშს ვუხდი ჟურნალისტებს,იმის გამო რომ უარი ვუთხარით ჩაწერაზე. გაზეთ "ალიასაც" გზაში მივეცით ინტერვიუ.
1) ლევანი იყო ცუდად 50 დღე შიმშილობდა და როგორც კი საკვები მიიღო, ცუდად გახდა .
( ღებინება დაეწყო )

2) სხვადასხვა არხებს უნდა გადაეღოთ ლევანი. წარმოიდგინეთ 4 ჩაწერა როგორ დაიღლებოდა,ამდენი კითხვებით.

3) ლევანი იმიტომ გავიდა მთავარ არხზე რომ კომენტარებმა გამოიყვანა წყობილებიდან, ვერ გაატარა კომენტარი და გავიდა გადაცემაში, რომ აეხსნა ყველაფერი რაც ზოგ-ზოგიერთებმა არასწორედ გაიგო..

4) უბრალოდ ცოტა ხანი ხომ შეიძლება დაისვენოს ადამიანმა, თავის საყვარელ ადამიანებთან ერთად. და მერე ყველას სათითაოთ გიპასუხებთ კითხვებზე. ეს საწყენი არავისთვის არ უნდა იყოს მაპატიეთ და იმედია ჩვენს მდგომარეობაშიც შეხვალთ. არ დამვიწყებია თქვენი სიკეთეც რომ აშუქებდით ჩემ გაჭირვებას რაზეც ვიხდი დიდ მადლობას"