09 ოქტ 2019 20:16 997

რა მომაკვდინებელ საფრთხეს უქმნის მოსახლეობას ქიმიური ტერმინალის მშენებლობა, ვინ მფარველობს ხელისუფლებიდან ამ საქმეს?

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რა მომაკვდინებელ საფრთხეს უქმნის მოსახლეობას ქიმიური ტერმინალის მშენებლობა, ვინ მფარველობს ხელისუფლებიდან ამ საქმეს და რატომ უმალავენ ხალხს სიმართლეს?

 

 

 

ალიას“ სამოქალაქო აქტივისტი, ირაკლი ჯანყარაშვილი ესაუბრება:

 

 

 

ირაკლი, შენ საკმაოდ აქტიურობ ბათუმში, პორტის ტერიტორიაზე  ქიმიური ნარჩენების  ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით. ახალი და მნიშვნელოვანი რა არის?

შარშან ჩვენ გავაკეთეთ ამ ტერმინალთან დაკავშირებით ინტერვიუ. მაშინ გოგირდი დაწვეს და ამას დიდი ამბები მოჰყვა. თუმცა, ქიმიური ნარჩენების ტერმინალის მშენებლობა არ შეჩერებულა. პირიქით, გამოჩნდა ინვესტორი, ვინმე გიორგი აბდუშელიშვილი, რომელიც ამ საქმეში სოლიდური თანხების დაბანდებას აპირებს. ლაპარაკია, რომ შემოიტანენ 1 მილიონ 200 000 ტონა ამონიუმის ნიტრატს, საერთო ჯამში, 14 დასახელების ქიმიური ნარჩენები უნდა შემოიტანონ. ამ ინფორმაციას მალავნენ, ხალხს არ ეუბნებოდნენ. ამბობდნენ, ვითომ მხოლოდ კარბამიდის ტერმინალი უნდა აშენებულიყო. შემდეგ ჩვენ ხელში ჩაგვივარდა ხელშეკრულების პროექტი, რომელიც ბათუმის პორტსა და ტერმინალის მესვეურთა შორის უნდა გაფორმებულიყო და იქ ეწერა, რომ კარბამიდთან ერთად, ტერმინალის საწყობებში შეინახება ამონიუმის ნიტრატი, გოგირდი, ამიაკის სელიტრა და ადამიანის ორგანიზმისთვის სხვა სახიფათო ნივთიერებები. თვეში 60 000 ტონა ნარჩენის ბრუნვაზეა ლაპარაკი. გამოდის, რომ 2 წელიწადზეა გათვლილი თუმცა. ეს დასაწყისიაეს ტერმინალი შეიცავს ძალიან დიდ რისკს და ხიფათს ბათუმისა და ბათუმელებისთვის. ანალოგიური ტერმინალები აფეთქდა სხვა და სხვა ქვეყანაში. 26 სექტემბერს აფეთქდა საფრანგეთში. ამგვარი ტერმინალები აფეთქდა ამერიკაში, რუსეთში, ჩინეთში, თურქეთში. ამერიკაში მსხვერპლიც მოჰყვა ამ აფეთქებას, მეხანძრეები და მაშველები დაიღუპნენ, რომელთაც ამგვარი ტერმინალის აფეთქების შედეგების სალიკვიდაციოდ, სპეციალური წვრთნები ჰქონდათ გავლილი. ჩვენთან მაშველებსა და მეხანძრეებს, ეს სპეციფიკური წვრთნები არ აქვთ გავლილი და თუ ტერმინალი აფეთქდა ბათუმში, ადგილობრივი მოსახლეობა დაიღუპება და ვისაც ამ აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ცეცხლის ჩასაქრობად მიუშვებენ, ის ადამიანებიც განწირულები იქნებიან. ეს იგივეა, რომ ზღვაზე მაშველებად გაუშვან ხალხი, რომელთაც ცურვა არ ეცოდინებათ. მაშველები და მეხანძრეები კი არა, მონიტორინგის ჯგუფიც კი არ გვყავს საქართველოში, რომელიც უზრუნველყოფს ტერმინალის მშენებლობის უსაფრთხოების ნორმების დაცვას. გასაგებია, რომ მაინც ბოლომდე არ დაიცავენ, თავისას გაიტანენ და როგორც უნდათ და სადაც უნდათ, იქ ააშენებენ, ამ ეტაპზე ასეა საქმე, ჯერ გასდით. მაგრამ ვიღაცამ კვალიფიციური დასკვნა ხომ უნდა დადოს, ტერმინალი რა რეალურ და რა პოტენციურ  საფრთხეს შეუქმნის ქალაქს? ბათუმელები წინააღმდეგნი არიან ამ ტერმინალის აშენებისა. ათიდან ათი ადამიანია წინააღმდეგი, საპროტესტო აქციებიც გავმართეთ, მაგრამ მაინც თავისას ერეკებიან. „ქართული ოცნებისადგილობრივი ორგანიზაცია დაგვიპირისპირდა, ადგილობრივი ხელისუფლება დაგვიპირისპირდა. აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, ვლადიმერ მგალობლიშვილმა, პირდაპირ ეთერში შეჭამა კარბამიდი და ამით ვითომ ხალხს დაანახა, რომ რას ერჩით იმ ტერმინალს, აი, ასეთი უსაფრთხო ნივთიერება შემოაქვთო. ამით ხომ თავი მოგვჭრა მგალობლიშვილმა მართლა რესპუბლიკის მასშტაბით აჭარლებს და მეორეც არის. ამონიუმის ნიტრატი, გვარჯილაამიაკის სელიტრა და გოგორდიც  შეჭამოს პირდაპირ ეთერში, ის 14 დასახელების ქიმიური ნარჩენებიც დააგემოვნოს სრულად, რომელთა ნაწილიც უკვე შემოტანილია და ნაწილსაც ეტაპობრივად შემოიტანენ.

გიორგი აბდუშელიშვილი ვინ არის და ვინ ლობირებს მის ამ ბიზნესს?

გიორგი აბდუშელიშვილს საქართველოში, რუსეთში, აზერბაიჯანში და ყაზახეთში აქვს ბიზნესები. მას  ყოფილი პრემიერიმამუკა ბახტაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ლობირებდნენ.

 

რიჟვაძე დარჩა კვლავ მის პატრონად. გავიგეთ, რომ ამ დანაშაულებრივი ბიზნესით, ბახტაძე, რიჟვაძე და მისი წინამორბედი, ზურაბ პატარაძე იყვნენ დაინტერესებულნი. ყველას თავისი ფუნქცია ჰქონდა. ბახტაძეს ცენტრალურ ხელისუფლებასთან უნდა დაელაგებინა საქმე, რიჟვაძეს აჭარაში, პატარიძეს კი რკინიგზით ტვირთების შეუფერხებლად შემოტანის საკითხის მოგვარება ევალებოდა ყაზახეთიდან. ეს ტვირთები ყაზახეთიდან შემოაქვს აბდუშელიშვილს. 20 მილიონ დოლარს სდებს ამ ბიზნესში აბდუშელიშვილის კომპანიავონდერნეტი“, რომელიც კუიბიშევშია დარეგისტრირებულიტერმინალს კი აშენებს კომპანიატრამო“, რომელზეც გვატყუებენ, რომ ვითომ ამერიკული კომპანიააო და სინამდვილეში ოპერირებს კუიბიშევში.

რიჟვაძეს რა ინტერესი აქვს, რომ ეს ტერმინალი აშენდეს?

ალბათ, აქვს ინტერესი და კონკრეტულად რა, ეს გამოჩნდებასავარაუდოდ,  ფული. 20 მილიონიან ინვესტიციაზეა ლაპარაკი და  როდესაც იცი, რომ შენი რეგიონის, შენი მშობლიური ქალაქის მოსახლეობა უნდა დაიწამლოს, ბათუმს და მის შემოგარენს საკურორტო ფუნქცია დაეკარგება და  ეს უმუშევარი  ხალხი, საზღვაოტურისტული სეზონით რომ გააქვთ თავი, ულუკმაპუროდ დარჩება. უარესიც შეიძლება მოხდეს, თუ   ტერმინალი აფეთქდა.ამის შემდეგ მაინც  მხარს რომ  უჭერ ამ ტერმინალის მშენებლობას,  საკუთარ ქალაქს, თანამოქალაქეებს, ისე ექცევი, როგორც მოსისხლე მტრებს, მაშინ სერიოზული დაინტერესება უნდა გქონდეს. სხვაგვარად რიჟვაძის ქმედებას ვერ ავხსნიბახტაძე და რიჟვაძე ერთად არწმუნებდნენ ბიძინა ივანიშვილს, რომ ტერმინალი არანაირ პრობლემას არ შეუქმნიდა ბათუმელებს, ივანიშვილმა, სხვათაშორის, უთხრა მათმოდით, ბათუმელებს ნუ გადავიკიდებთო და მათ „მყარი არგუმენტებიმოუყვანეს,  ტერმინალი აბსოლუტურად უსაფრთხო იქნება და იმ პროტესტს, რომელსაც ბათუმელები გამოხატავდნენ , საფუძველი არ აქვს და მალე ჩავაქრობთო .ეს პროტესტი არ ჩაქრება, ხალხი გამოვა ქუჩაში, ამის მზაობა არის და  დარწმუნებული ვარ, პროტესტის დიდი ტალღა აგორდება. თორნიკე რიჟვაძის ტყუილებს, რომ ყველაფერი რიგზეა ბათუმში ქიმიური ნარჩენების ტერმინალთან დაკავშირებით, მალე დაასრულებენ ბათუმელები და იქნებ მერე გამოიბერტყონ ყური ცენტრალურ ხელისუფლებაში.მამუკა ბახტაძე აღარ ჰყავს გვერდით რიჟვაძეს და გიორგი გახარიას მოტყუებასაც შეეცდება, ეჭვი არ მეპარება ამაში, მაგრამ სიმართლეს მალე აეხდება ფარდა.

ირაკლი, კონკრეტულად რომელ დაავადებებს აჩენენ ის ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ბათუმის პორტში უნდა შეინახონ  ტერმინალის საწყობებში და მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, ზოგიერთი მათგანის დაწვა გარდაუვალია?

პირველ რიგში, კიბოს უჯრედების წარმოქმნას უწყობენ ხელს. სასუნთქი გზების, გულსისხძარღვთა და კიდევ უამრავი დაავადების კერაა იქნება ქიმიური ტერმინალი. დაწვას თავი დაანებემარტო დამტვერიანებისგან იმატებს კატასტროფულად რეგიონში ეს დაავადებები, უპირველესად კი ბათუმში. ტერმინალთან ყველაზე ახლოს დასახლებული პუნქტი 52 მეტრშია, ეს არის მრავასართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, და იქვეა პატარა ქუჩა კერძო სახლებით. ბარსელონაც ტურისტული ქალაქია და ასეთი ტერმინალი იქაც არის, მაგრამ ქალაქიდან 77 კილომეტრშია, დაუსახლებელ პუნქტში და მთა ეფარება, მთაა შუაში ტერმინალსა და ქალაქს შორის. 2 კვირის წინ თურქეთში აფეთქდა ასეთი ტერმინალი, რომელი 30 კილომეტრით იყო დაშორებული დასახლებული ადგილიდან და მიუხედავად ამისა, მოსახლეობას მაინც ზიანი მიაყენა და საავადმყოფოებს უამრავმა ადამიანმა მიაკითხა, რომელთაც სხვა და სხვა სახის დაავადების ნიშნები აღენიშნებოდათ. ღმერთმა დაგვიფაროს, 30 კილომეტრში იყო, აფეთქდა და ხალხი დაწამლა და ბათუმში რომ აფეთქდეს, წარმოიდგინე, რა დაემართებათ იმ 52 მეტრში მაცხოვრებელ ადამიანებს. თუნდაც იმის მოშორებით ვინც ცხოვრობს, ერთ და ორ კილომეტრში. ეს იქნება კატასტროფა. ეს ტერმინალი არის მასობრივი განადგურების იარაღი, ეს არის ატომური ბომბი ბათუმისთვის და თუ დროზე არ შეაჩერეს აბდუშელიშვილი და მისი მფარველები, წარმოუდგენელი კატასტროფა ელით ბათუმელებს

ქალაქგარეთ ტერმინალის გატანა არ უნდათ, რადგან ეს ხარჯებს გაუზრდის ბიზნესს, პორტიდან ქალაქგარეთ ავტომობილებით ან, რკინიგზით უნდა გაიტანოუნდა ჩატვირთო ავტომობილებსა თუ ვაგონებში,  მერე გადმოტვირთო და  შეიტანო საწყობშიამას მუშახელი სჭირდება და ტრანსპორტირების სუფთა ხარჯს ესეც ემატება. სხვა წვრილმანი ხარჯებიც ექნება ამას და იმ პროდუქციის თვითღირებულება გაიზრდება. დავუშვათ, გვარჯილას ფასი მოემატება და ნაკლები მოგება დარჩებათ. ასეა?

კი, ზუსტად ამის გამო არ გააქვთ ქალაქგარეთ ტერმინალი, პორტი ძალიან მომგებიანია და ეს არის მიზეზი.

აბდუშელიშვილის სავარაუდო მოგებაზე შეგიძლია ისაუბრო? რატომ იკლავს ეს კაცი თავს, რომ მაინც და მაინც პორტში იყოს ტერმინალი? ზემოთ რაც ვთქვი, ამის გარდა, სხვა მიზეზებიც არსებობს?

გეტყვი ამის შესახებ. დასავლეთში ძალიან ძვირი ღირს ეს ქიმიური ნივთიერებები, ეს ერთი მომენტია. გარდა მაგისა, ბათუმის პორტი იჯარით აქვს აღებული ყაზახურ კომპანიას და 3 მილიონ ლარს იხდის ბიუჯეტში, მეტს არაფერს. 5 მილიონი ლარი მარტო ერთ კაზინოს შეაქვს ბიუჯეტში მოსაკრებლის სახით. ტერმინალის მშენებლობას იმითაპრავებენ“ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიბიუჯეტში ფული შევაო. ბიუჯეტის დარდი თუ გაქვს, მაშინ იმ ყახაზებს შეუწყვიტე კონტრაქტიამხელა პორტის იჯარაში ერთი კაზინო რომ იხდის, იმდენსაც რომ არ იხდის ბიუჯეტში და გაუფორმე ისეთი კონტრაქტი, რაც რეალურად ღირს პორტით წლიური სარგებლობა. 3 მილიონი ლარია კი არა, ათეულობით მილიონ დოლარს შემოიტანს ეს პორტი ბიუჯეტში, ნორმალურად რომ გასცენ იჯარით. თან, არც ხალხს დაწამლავენ, ისე შევა ბიუჯეტში ფული. 20 მილიონი დოლარი დიდი ფულია და ეჭვი არ მეპარება, ამ ფულით ბათუმისა და აჭარის ხელისუფლებაში ბევრი იხეირებს. პორტი კიდევ იმიტომ უნდა ტერმინალისთვის აბდუშელიშვილს, რომ ქალაქგარეთ გააკათოს ტერმინალი, იქ შეინახოს ეს ტვირთი, მერე ევროპაში გამოუჩნდეს კლიენტი, ისევ უკან, პორტში უნდა მიიტანოს და დატვირთოს გემზე. პორტში კი ეს პრობლემა არ ექნება, ტერმინალიც იქ ექნება და გემებიც იქვე იქნებიან.

ირაკლი, საიდან შემოაქვს ეს ქიმიური ნარჩენები აბდუშელიშვილს?

ყაზახათიდან შემოაქვს, ამ ქიმიურ ნარჩენებს იშორებენ ყაზახები, იმხელა სტეპები აქვთ, იქ არ წვავენ, ნიადაგი რომ არ დაზიანდეს და აბდუშელიშვილს შემოაქვს და რაც გამოუსადეგარია, იმას ბათუმის პორტში წვავს.

სოციალურ ქსელში განაცხადე, რომ ბათუმის საკრებულოს აპარატის უფროსი, რაულ ბოლქვაძე, სავარაუდოდ, გარიგებას გთავაზობდა სიჩუმის საფასურად. რას გთავაზობდა?

რაულ ბოლქვაძემ მას შემდეგ დამიბარა საკრებულოში, რაც ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ ხელი მოაწერა ტერმინალის მშენებლობას და მეც, სხვებმაც, საკრებულოს მოვთხოვეთ პასუხი იმის გამო, რომ მერის ეს გადაწყვეტილება არ გააპროტესტა. მეტიც, საკრებულომ თავიდან ისე აიცილა ეს საკითხი, არც კი განუხილავს. მერმა, ლაშა კომახიძემ მოიტყუა, საკრებულომ განიხილაო. არადა, არ ყოფილს განხილვა. ეს იყო კანონის დარღვევა. საკრებულოს სხდომაზე გამლანძღეს დეპუტატებმა. მეორე დღე დამიბარა რაულ ბოლქვაძემ და მის კაბინეტში მითხრა, რა გინდა, მითხარიო.აი, ამაში გავჭედე და კითხვა შევუბრუნე, რას გულისხმობთ ამრა გინდაშიმეთქი. არა, თქვი რაც გინდაო. საკრებულომ კეთილსინდისიერად შეასრულოს თავისი უფლებამოვალეობები, ეს მინდამეთქი, ვუპასუხე და გამოვედი მისი კაბინეტიდან. კარგი იქნება, რაულ ბოლქვაძე თუ იტყვის, „რა გინდაშირას გულისხმობდა. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის რაღაც კონკრეტულს შემომთავაზებდა გაჩუმების სანაცვლოდ, თუკი ავყვებოდი მას. ამის საფუძვლიანი ეჭვი  მაქვს. ამ ეჭვს ისიც მიმყარებს, რომ როდესაც რაულ ბოლქვაძეს არ ავყევი, არ დავინტერესდი რას მთავაზობდა, მეორე დღესვე დაიწყო სოციალური ქსელით ჩემზე თავდასხმა, „ქართული ოცნებისაქტივისტებმა შექმნეს ფეიკგვერდები და ათას სიბინძურეს მაბრალებდნენ, მლანძღავდნენ, მემუქრებოდნენ... რა ვიცი, არა მგონია, ეს დამთხვევა იყოს. რაღა რაულ ბოლქვაძესთან შეხვედრიდან მეორე დღეს გააქტიურდნენ ასე? აქვე ვიტყვი, რომ რაულ ბოლქვაძე თორნიკე რიჟვაძის ახლობელია, რიჟვაძე მისით აკონტროლებს საკრებულოს, საკრებულოს წევრები, მათ შორის, თავმჯდომარე სულიკო თებიძე, პაიკები არიან.

 კიდევ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შესახებ გინდოდა გესაუბრა

 

 

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი გახლავთ თამარ იოსელიანი. ეს ქალბატონინაცმოძრაობისმმართველობის დროს, მუშაობდა სახელმწიფო სამსახურში და დღემდე მათ მისტირის. საპრეზიდენტო არჩევნებისას, არც პირველ და არც მეორე ტურში არ გაუშვა ხალხი, გვიან საღამომდე დატოვა ის თანამშრომლები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილისთვის აპირებდნენ ხმის მიცემას და ამ ხალხმა ვერ შესძლო არჩევნებზე წასვლა. „პატრიოტთა ალიანსსმარგინალების პარტიას ეძახის, რადგანნაცრეჟიმისგასამართლებას ითხოვენ. ამისთანა ხალხი რომ უზის მაღალმაღალ პოსტებზე, იმიტომ აქვს საქმე კარგადქართულ ოცნებასგინდ აჭარაში და გინდაც მთელ საქართველოში. არაფრის კეთებაში, თამარ იოსელიანი და მისი თანამშრომლები იღებენ კოლოსალურ პრემიადანამატებს.

 

 

თამარ იოსელიანი, კვარტალში 100 ათასამდე ლარს იღებს. ვიმეორებ, ამხელა ფულს ბიუჯეტიდან იღებს არაფრის კეთებაში და ამის გარდა, საკმაოდ მაღალი ხელფასი აქვს, თვეში 6 ათასამდე.

 

ამ თანამდებობაზე რომ ინიშნებოდა, თამარ იოსელიანი, ხალხს შეპირდა, რომ მეზღვაურებს ექნებოდათ საერთაშორისო ნაოსნობის საშუალება, რაც არ შესრულდა. სააგენტოს ეყოლებოდა ერთი ახალი გემი, რაც ასევე არ შესრულდა. ერთი ძველი გემი ჰყავთ და შეუძლებელია კურსანტმა, მომავალმა მეზღვაურმა, ამ გემზე  რაიმე ისწავლოს. პირიქით, იმდენად ძველია, რომ საფრთხის შემცველია. ყოველწლიურად ძვირდება მეზღვაურის სერთიფიკატები, რომელთაც სააგენტო გასცემს. იმის მაგიერ, რომ ამ გაჭირვებულ ქვეყანაში სერტიფიკატი გაიაფდეს და ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ეს სერთიფიკატები მათი დასაქმების გარანტიაა.

 

 

 

ლევან ჯავახიშვილი

ალია №36