10 ოქტ 2019 13:32 229

"ნიკა მელიას საქმეში პოლიციელების ჩვენების გარდა, სხვა ჩვენებებიც დევს"

 

 

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნიკა მელიას ბრალდების საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროცესზე მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ

პროკურორმა დავით ნეფარიძემ განცხადება გააკეთა:

 

 

„საქმეშია პირდაპირი მტკიცებულებები, ვიდეოჩანაწერები, სადაც არის მისი მოწოდებები, ასევე მისი მოქმედებები და მისი მოქმედებებით და მოწოდებებით გამოწვეული სხვა პირების ქმედებებიც.

საქმეში პოლიციელების ჩვენების გარდა სხვა ჩვენებებიც დევს. რას ყვებიან ეს ადამიანები ჩვენებებში, შინაარსის თაობაზე ვერ ვისაუბრებ.

ისინი ადასტურებენ პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს, რაც ასახულია, როგორც სხვადასხვა ტელეკომპანიების მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში, ასევე მათ ჩვენებებში"