10 ოქტ 2019 13:40 260

"ტყუილი სასამართლო, ტყუილი პროკურატურა, ტყუილი დიპლომი - ივანიშვილის ტყუილი ქვეყანა" - ხაზარაძე

 

 

 

 

 

უკვე საათზე მეტია, მამუკა ხაზარაძის პროცესი მიმიდინარეობს თიბისი ბანკის დაფუძნებასთან და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით, მტკიცებულებების დასაშვებობაზე.

 

მამუკა ხაზარაძემ, სასამართლოს დაწყებამდე, განცხადება გააკეთა:

 

"საქმის მასალებზე ვერ ვისაუბრებ, იმდენად აბსურდულია, ამაზე კომენტარსაც ვერ გავაკეთებ. 

ეს არის უკვე ტყუილების ქვეყანა, ტყუილი სასამართლო, ტყუილი პროკურატურა, ტყუილი დიპლომი, ტყუილი დაპირებები, ტყუილი ურთიერთობები - ბიძინა ივანიშვილმა ამ გზით შექმნა ტყულების ქვეყანა.

ჩვენ დავამარცხებთ ამ ტყუილს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი"

 

ალია