10 ოქტ 2019 13:48 142

"6 თვის განმავლობაში, 207-მა ადამიანმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა"

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება. წელს, ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე სუიციდის პრევენციას ეძღვნება.

 

 

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას, განცხადება:

 

 

"2018 წელს სუიციდის 389 და სუიციდის მცდელობის 477 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის 6 თვის განმავლობაში 219 ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა, 207-მა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა

 ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვითხოვთ, რომ გადავიდეთ თემზე დაფუძნებულ სერვისებზე, სამწუხაროდ, საქართველოში ჩვენ გვაქვს ე.წ.სტაციონალური ხანგრძლივი მკურნალობისთვის განკუთვნილი სერვისები, სადაც პაციენტები ცხოვრობენ მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მათ არ აქვთ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საკმარისი უნარ-ჩვევები, ვერ ტოვებენ აღნიშნულ დაწესებულებებს და ოჯახიც უარს აცხადებს მათ მიღებაზე. გარდა ამისა, ძალიან პრობლემატურია ფსიქიკური და ჯანდაცვითი პრობლემების იდენტიფიცირება ადრეულ ეტაპზე და მათი მკურნალობა. ჰოსპიტალიზაციის შემდეგ მკურნალობაში პაციენტთა მხოლოდ 37% ჩაერთო გასულ წელს. ეს არის ის დარგი, რომელსაც ნაკლები ყურადღება ეთმობა სახელმწიფოს მხრიდან

ძალიან ხშირად ფსიქიკური პრობლემები გამოწვეულია ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედებით და ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფოში არ არსებობს გამართული კოორდინაცია ნარკოლოგიურ ან ფსიქიატრიულ დაწესებულებებს შორის.

ხშირად პაციენტს, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები განუვითარდა ამ ნიადაგზე, მას ვერ გაეწევა დროული და სათანადო მკურნალობა იმიტომ, რომ ერთი მხრივ, ნარკოლოგიურ დაწესებულებებში არ აქვთ სათანადო შესაძლებლობები, რომ ფსიქიატრიული მიმართულებით უნკურნალონ, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში კი ნარკოლოგიური პაციენტების მართვის უნარები არ აქვთ”