10 ოქტ 2019 13:53 368

"აზერბაიჯანთან შუღლს ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფები აღვივებენ"

 

 

 

 

 

 

"ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია, ხელისუფლების განცხადებას დავით გარეჯთან დაკავშირებით, გამოეხმაურა:

 

„ჩვენი ქვეყნის შიგნით არსებული ყველა ძალა, ეს პირველ რიგში ხელისუფლების სატელიტებს ან მათ წარმომადგენლებს ეხება, რომლებიც ღიად აღვივებდნენ შუღლს საქართველო-აზერბაიჯანს შორის ამ ლეგიტიმური პრობლემის გამო, ისინი მტრობენ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, ეს არის მნიშვნელოვანი პოზიცია, რომელიც ყველას უნდა ესმოდეს.

 

გაუგებრობა და შეუთანხმებლობა, რომელიც არსებობს მონაკვეთთან დაკავშირებით, საბჭოთა ოკუპაციის მემკვიდრეობაა, ეს არც საქართველოს და არც აზერბაიჯანის ბრალი არ არის. „ქართული ოცნებისა” და ივანიშვილის გუნდის კრედოდ იქცა, რაღაცას თვითონ გააფუჭებენ, მერე რაღაც ნაბიჯი სტატუს-კვოსკენ გადაიდგმება და ზარზეიმით მოწოდება უნდათ.

 

ნორმალური ვითარებაა, რომ სტატუს-კვო, რომელიც იყო იქამდე, უნდა აღდგეს, რომ ტურისტს, მომლოცველს, სასულიერო პირს აღნიშნულ მონაკვეთზე თავისუფლად გადაადგილების საშუალება ჰქონდეს, ვიდრე შეთანხმება შედგება.

 

 

გახარიასგან ან ივანიშვილის სხვა მარიონეტისგან ამის დიდ სამამულო საქმედ გასაღება არის ცინიზმი. პრობლემა როგორ შეიქმნა გავახსოვს ყველას, ისიც გვახსოვს, რომ პრობლემის დამძიმებას და საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ შუღლის გაღრმავებას ეწეოდნენ ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფები”