10 ოქტ 2019 13:56 439

"პუტინს უნდა შევხვდეთ, თუ ომის დასრულება გვინდა"

 

 

 

 

 

 

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ, უკრაინულ მედიასთან განცხადება გააკეთა:

 

 

„მინდა გაგახსენოთ, როგორი ზელენსკი აირჩია საზოგადოებამ - მათ აირჩიეს პრეზიდენტი, რომელიც ომს დაასრულებს. მე ყოველთვის ასეთ პიროვნებად დავრჩები. გვაქვს გეგმები, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ამას. მომავალი ხუთი წლის განმავლობაში ჩემი მთავარი მიზანი ომის დასრულებაა.

 

ჩვენ შეგვიძლია შევხვდეთ ორ ფორმატში: ნორმანდიული ოთხეულისა და ჩემი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრის ფორმატში. არავინ საუბრობს პუტინთან პირისპირ შეხვედრის შესახებ იმიტომ, რომ ყველა წინააღმდეგია. მე არ ვიცი, შესაძლებელია, თუ არა ასეთი შეხვედრის გამართვა. მე ვიცი ერთი რამ: ეს შეხვედრა უნდა ჩატარდეს, თუკი ჩვენ ომის დასრულება გვსურს."