10 ოქტ 2019 14:16 407

"თუ ვინმემ კიდევ გააყალბა და ვინმემ თუ დიპლომი იყიდა, ეს არ უკავშირდება თადუმაძის შემთხვევას"

 

 

 

 

 

 

"ეროპული საქართველოს" წევრი ოთო კახიძე მამუკა მდინარაძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ მოსამართლე ნაზი ჯანეზაშვილსაც იგივე სასწავლებელი აქვს დამთავრებული, რომელიც შალვა თადუმაძეს:



"ყურადღების გადატანის ნაცვლად, ვფოკუსირდეთ იმ საკითხზე, რომელიც გვაქვს. დღეს ჩვენ გვყავს გენერალური პროკურორი, რომლის იურიდიული განათლებაც კითხვის ნიშნის ქვეშ არის და ამ გენერალურ პროკურორს ახლა უზენაეს სასამართლოში უპირებენ გადაყვანას.  კითხვები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფსაც გაუჩნდა, არასამთავრობოებსაც, სახალხო დამცველსაც და ამ კითხვებზე, ვიდრე კომპეტენტური პასუხები არ დაიდება, მანამდე არათუ უზენაეს სასამართლოში დაწინაურება, არამედ როგორც გენერალური პროკურორი განცხადებას უნდა წერდეს გადადგომაზე. ეს ყველაფერი ურტყამს ჩვენი სახელმწიფოს რეპუტაციას. როგორც არ უნდა შევაფასოთ ივანიშვილის რეჟიმი და იცით ჩემი წარმოდგენა მასზე, თადუმაძე მაინც გენერალური პროკურორია და მოქალაქეებს ბრალს უყენებს ყალბი დოკუმენტების შედგენისთვის. 362 -ე მუხლით 1000-ზე მეტი საქმეა გამოძიებაში ოფიციალური სტატისტიკით და როგორ შეიძლება გენერალურმა პროკურომა თავად არ გასცეს ადეკვატურ კითხვებს პასუხი და მისმა უწყებამ გამოძიება და დევნა აწარმოოს დოკუმენტების გაყალბებაზე

სხვების დიპლომები არაფერ შუაში არ არის, ამ საკითხზე კომენტირებას მე არ ვაპირებ. ჩვენ ვსაუბრობთ თადუმაძეზე. თუ ვინმემ სადმე კიდევ რაღაც გააყალბა და ვინმემ თუ დიპლომი იყიდა, ეს არანაირად არ უკავშირდება თადუმაძის შემთხვევას"