10 ოქტ 2019 14:20 301

რა პოზიცია დააფიქსირა ნიუ-იორკში, მინისტრმა ზალკანიანმა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე

 

 

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი:

 

 

"მე ვფიქრობ, რაც უფრო სწრაფად აღდგება მით უკეთესი საქართველოსთვის, რუსეთისთვის და იმ ურთიერთობებისთვის, რომელიც არსებობს ხალხთა შორის. მე ეს პოზიცია დავაფიქსირე ნიუ-იორკში შეხვედრის დროს და მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, ივნისის შემდეგ პერიოდში არც ერთი რუსი მოქალაქის მიმართ არ ყოფილა არანაირი არც ძალადობის, არც შეურაცხყოფის არანაირი ფაქტი. ამიტომ ვფიქრობ, უნდა აღდგეს, რადგანაც ხალხთა შორის ურთიერთობა, განვითარება ჰუმანიტარული ურთიერთობების, ტურიზმის განვითარება ეს არის ორმხრივად ხელსაყრელი და ვფიქრობ, ეს არ უნდა იყოს ბარიერი ურთიერთობებში. სადაც ადვილად შეიძლება ამ ბარიერის მოხსნა, უნდა იყოს მოხსნილი"