10 ოქტ 2019 14:26 382

"გილოცავთ ყველას, ჩვენთვის დამზადებული 60 ავტობუსი ჩამოვიდა, ხალხი კმაყოფილი და ბედნიერია" - კახი კალაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ N34 სამარშრუტო ხაზზე, ახალი ავტობუსით, წყნეთის მიმართულებით, მედიის წარმომადგენლებთან ერთად იმგზავრა და განცხადება გააკეთა:

 

 

 

 

„გუშინ ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ შეკვეთილი 220 ერთეული ავტობუსიდან 60 ერთეული, რომელიც დამზადდა ჩვენთვის და ჩამოვიდა. რა თქმა უნდა, წლის ბოლომდე ყველა იქნება მოწოდებული. ეს ავტობუსები დღეს უკვე სხვადასხვა ხაზებზე გავიდნენ და მოემსახურებიან თბილისის მოსახლეობას. ავტობუსები ძირითადად გარეუბნებში გადანაწილდა.

ჩვენი ამოცანა და მიზანია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში ყველაზე სწრაფი და კომფორტული იყოს. ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, რომ ყვითელი ავტობუსები ჩავანაცვლოთ, რომლებიც მძიმე მდგომარეობაშია. ვიმგზავრე ახალი ავტობუსით და რაც ყველაზე მეტად მახარებს, მგზავრები ძალიან კმაყოფილები, ბედნიერები არიან. რა თქმა უნდა, ყველას სიამოვნებს ახალი, კომფორტული ავტობუსებით მგზავრობა. ვულოცავ ყველას"