10 ოქტ 2019 15:32 353

"ეს არის მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ არავითარ ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია"

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მამუკა ხაზარაძის და მამუკა ჯაფარიძის ადვოკატი, ზვიად კორძაძე, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, განცხადებას ავრცელებს: 

 
 

 

 

 

"დაცვის მხარის მიერ მოთხოვნილია ერთი მტკიცებულების ამორიცხვა, რომელიც ე.წ. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მიერ წარმოდგენილი გაურკვეველი ანგარიშია, რომელიც საპროცესო კოდექსის არანაირ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, არ არის მათთვის გადაცემული სრულად მასალები, ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს კანონმდებლობას არ იცნობენ და ამიტომ გაუგებარია რის საფუძველზე გააკეთეს დასკვნა. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, მათ მოითხოვეს დაცვის მხარის მიერ საზღვარგარეთ ჩატარებული მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების, კერძოდ, ამ საქმის მთავარი მოწმეების გამოკითხვის ოქმების დაუშვებლად ცნობა.

 

ისინი გამოიკითხნენ საზღვარგარეთ შესაბამისი საპროცესო კოდექსის დაცვით, ვინაიდან ისინი იქ ცხოვრობენ. გასაგებია, რომ ბრალდების მხარეს ეს მტკიცებულებები საერთოდ უქარწლებს იმ ბრალდებას, რომელიც წარმოდგენილო აქვს და თუკი ეს შუამდგკმლობა დაკმაყოფილდება, მაშინ დაცვის მხარის უფლება საერთოდ შეიზღუდება. მე არც კი ვუშვებ, რომ სასამართლო მას დააკმაყოფილებს. ეს არის მტკიცებულებები, რომელზეც ამდენი ხანია ვიძახდით, რომ არსებობს და ადასტურებს სასესხო ურთიერთობებს, ადასტურებს, რომ არანაირ თაღლითობას, არავითარ ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია და რა თქმა უნდა, ბრალდების მხარე შეეცდება ამ მტკიცებულებების ამორიცხვას"