10 ოქტ 2019 15:36 666

"გავხსნით კარს და 3,6 მილიონ სირიელ ლტოლვილს თქვენსკენ გამოვუშვებთ" - ერდოღანი

 

 

 

 

 

 

 

 

 

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიფ ერდოღანი, ევროპის განცხადებებს პასუხობს:

 

 

 

"ოპერაციის ფარგლებში, სირიის ტერიტორიული მთლიანობა უზრუნველყოფილი იქნება.

ისინი პატიოსნად არ იქცევიან, მხოლოდ სიტყვებს ისვრიან.

თუ ევროპული ქვეყნები კვლავ განაგრძობენ ოპერაციისთვის ოკუპაციის იარლიყის მიკერებას, ჩვენ გავხსნით კარს და 3,6 მილიონ სირიელ ლტოლვილს თქვენსკენ გამოვუშვებთ"