10 ოქტ 2019 15:40 927

"ნიკა მელია სასამართლო პროცესიდან გამოაძევეს"

 

 

 

 

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია სასამართლო პროცესიდან გამოაძევეს. ნიკა მელიას სასამართლო დარბაზიდან გაძევების მიზეზი, მოსამართლესთან შეპასუხება გახდა. მელიამ მოსამართლეს უთხრა, რომ ის ასრულებს ჩინჩალაძის დავალებებს და მის გადაწყვეტილებას ელოდება.