10 ოქტ 2019 15:42 184

"გიორგი გაბუნიას პროკურატურაში გამოკითხვა გადაიდო"

 

 

 

 

 

"სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „პოსტ ფაქტუმის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას პროკურატურაში გამოკითხვა გადაიდო. გაბუნია უწყებაში დღეს უნდა გამოცხადებულიყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, გამოკითხვა გაბუნიას თხოვნით გადაიდო.

შეგახსენებთ, გიორგი გაბუნია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს."

 

 

IPN