21 ოქტ 2019 08:51 140

პარლამენტში დღეს უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატ ლევან მიქაბერიძეს მოუსმენენ

 

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა განახლდება. დეპუტატების კითხვებს ლევან მიქაბერიძე უპასუხებს. დეპუტატების კითხვები ძირითადად მოსამართლის საქმიანობას და სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობას შეეხება.

ლევან მიქაბერიძე 2011-2012 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სექტორის უფროსად მუშაობდა, 2013 წლიდან კი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 23 სექტემბერს დაიწყო.