21 ოქტ 2019 09:22 192

ბრიტანეთი ევროკავშირის დატოვებას 31 ოქტომბერს გეგმავს

 

 

ბრიტანეთი ევროკავშირის დატოვებას 31 ოქტომბერს აპირებს, - ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ.

„როიტერის“ ინფორმაციით, ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ მიუხედავად ბორის ჯონსონის მიერ ევროკავშირისთვის მიწერილი წერილისა, ბრიტანეთი ევროკავშირს მაინც 31 ოქტომბერს დატოვებს.

„ჩვენ ვაპირებთ ევროკავშირის დატოვებას 31 ოქტომბერს. გვაქვს ამის რესურსი და საშუალება. რაც შეეხება წერილს, ის იმიტომ გავაგზავნეთ, რომ პარლამენტი პრემიერ-მინისტრს ამას ავალდებულებდა“, - განაცხადა მაიკ გოუვმა.

ევროკავშირთან ახალმა შეთანხმებამ თემთა პალატაში მხარდაჭერა ვერ მიიღო, რის გამოც ბორის ჯონსონს კანონი ავალდებულებდა, რომ ევროკავშირისთვის ბრექსიტის გადადება ეთხოვა.