21 ოქტ 2019 09:26 871

"დავითი და თამარი“ - პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი ძალა გამოჩნდა

 

 

დავითი და თამარი" - ასე ჰქვია ახალ პოლიტიკურ ძალას, რომელიც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ "დავითი და თამარის" დამფუძნებელი, გიორგი ჩახაია, სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას ოფისში იწვევს.

"გამარჯობა ჩემო კარგო ადამიანებო. ორშაბათიდან (21 ოქტომბერი) ყველა მსურველს გელოდებით ჩვენთან ოფისში. მე ვარ გიორგი ჩახაია, 35 წლის, პროფესიით ფინანსისტი, აუდიტორი, საკუთარი ქვეყნის და რიგითი, გაჭირვებული ხალხის ქომაგი და პატრიოტი. დიდი ხანია ბევრმა იცის, მაგრამ ვინც არ იცის, 2020 წლის არჩევნებში ახალი სახეებით ვიღებ მონაწილეობას და ჩვენ ახალ ძალას ერქმევა „დავითი და თამარი". ჩვენი ოფისის მისამართია: ქ. თბილისი, პეკინის გამზირი #34. III სართული, ოთახი #306. ორშაბათს 12 საათიდან ყველას შეგიძლიათ რომ მობრძანდეთ.

გარდა ნომრისა, ოთახის კარებზე ასევე არის წარწერა „დავითი და თამარი". მოგნება არ გაგიჭირდებათ. იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯერ კიდევ არ მიცნობს, ქვევით კომენტარში დავდებ იმ პროექტების მოკლე ჩამონათვალს, რომელიც დღემდე გაგაცანით ჩემო ძვირფასო ადამიანებო და რომლის შესრულებაზეც უშუალოდ მე ვიღებ პასუხისმგებლობას.

დანარჩენი საკითხები კი, როგორც წესი პროგრამაში იქნება და ამაზე მთლიანად გუნდი იმუშავებს. გთხოვთ, არ დაიზაროთ და „გააზიაროთ" მეგობრებო, ასევე სხვა ადამიანებსაც მოუყვეთ ჩვენი ახალი ძალისა და ჩემ შესახებ. პატივისცემით, გიორგი ჩახაია" - წერს სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში.