21 ოქტ 2019 10:52 370

“სირიიდან დაბრუნებულ ტერორისტებს სიამოვნებით მივიღებთ” - რამზან კადიროვი

 

 

ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის თქმით, რესპუბლიკა მზადაა უკან დაბრუნოს  „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები, რომლებიც სირიაში იბრძოდნენ.

„ჩვენ მათ სიამოვნებით მივიღებთ. თეატრის ბილეთებს გადავცემთ თუ ადგილს სასაფლაოზე, ჯერ არ ვიცი“, – განაცხადა მან ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში.

კადიროვმა, ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩეჩნეთს შეუძლია უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება და რუსეთის ჯარებს შეუძლიათ წესრიგი აღადგინონ სირიაში.

ცნობისთვის, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ასობით ჩრდილოეთ კავკასიელი იბრძოდა.