21 ოქტ 2019 11:26 164

სემეკ-ის თავმჯდომარეს დღეს აირჩევენ

 

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის არჩევნები დღეს გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

არჩევნები 14.00 საათზეა ჩანიშნული.

საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სემეკ-ის თავმჯდომარეს უშუალოდ კომისიის წევრები საკუთარი შემადგებლობიდან შეარჩევენ.

ამასთან, სემეკ-ის თავმჯდომარის პოსტზე დავით ნარმანიას კანდიდატურა პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტმა წარადგინა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს კონსტიტუციით არ იყო გათვალისწინებული. ამის შემდეგ „ელექტროენერგეტიკისა და გაზის შესახებ“ კანონში ცვლილებები განხორციელდა.