21 ოქტ 2019 12:00 6093

„კი მაგრამ ერთად არ იყავით? წამოსვლა, რად უნდოდა შე კაი კაცო უკან “ მიერთებას”...

 

 

პარტია „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს:

“არა , კი ვიცოდი, მაგრამ…. ეს ვინ გვყოლია ყოფილი “ მინისტრი” თუ “ მონისტრი” თან როგორ გვანან მენტალურად ეს და ხაზარაძე?! პოლიტიკაში მივდივარო , ეს ჩამოვიდა ეტყობა “ შვებულებიდან” და “ახალი ცენტრისტული” ძალით, არ გამოვრიცხავ კოალიციას “ ოცნებასთან”, ივანიშვილთანო. კი მაგრამ ერთად არ იყავით? წამოსვლა, რად უნდოდა შე კაი კაცო უკან “ მიერთებას” ვაახ, გაძლება მოგვეცი ღმერთო, სანამ სულ “ გამოლუსტრირდნენ”.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია „მთავარში“, „მთავარ  აქცენტებში“ გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ „ოცნებასთან“ კოალიციას არ გამორიცხავს.