21 ოქტ 2019 12:35 411

სამეგრელოში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა

 

 

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში ბაბუამ შვილიშვილი ცივი იარაღით დაჭრა. ინფორმაციას „იმედინიუსი“ ავრცელებს.

დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.