21 ოქტ 2019 14:14 1663

"მე მატროსოვის ციხეში უნდა ვმჯდარიყავი და ამ უდიპლომო თაღლითებს ქვეყანა ემართათ?"

 

 

 

 

 

 

 

ირაკლი ოქრუაშვილი, პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერი, სოციალურ ქსელში, კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს:

 

 

"ივანიშვილის მმართველობის 7 წლის თავზე მოვესწარით:
-სექსუალურად მომწიფებულ გენერალურ პროკურორს;
-ბოტასების ქურდ გენერალურ პროკურორს;
-უდიპლომო ( ყალბი დიპლომის მქონე) გენერალურ პროკურორს
ერთადერთი სამიანი უნივერსიტეტში ალიკა რონდელმა დამიწერა . ორი თვე ვდიე, რომ გადამებარებინა.
ეკონომიკის მინისტრობიდან რომ გადავდექი, ინგლისში წავედი და ლონდონის ბიზნეს სკოლაში ჩავაბარე. წიგნებით გამოტენილი “რუგზაკით” დავდიოდი ლექციებზე “ყველაფრის ნამინისტრალი” ამხელა კაცი პატარა ბავშვებთან ერთად .
რას იკლავდი თავს იდიოტო ჩემო თავო? თუ ბოლოს მე მატროსოვის ციხეში უნდა ვმჯდარიყავი და ამ უდიპლომო თაღლითებს ქვეყანა ემართათ?
მაგრამ რა მიკვირს? ივანიშვილს მთელი ცხოვრების მანძილზე ერთადერთი წიგნი აქვს წაკითხული - ილფისა და პეტროვის “ თორმეტი სკამი” , ისიც იმიტომ, რომ მთავარ გმირ ოსტაპ ბენდერში საკუთარი თავი ამოიცნო"