21 ოქტ 2019 14:29 334

"რა დრო სჭირდება დაძველებისთვის კონიაკს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს"

 

 

 

 

 

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ლევან მიქაბერიძეს უსმენენ. 

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, მას ასე მიმართა:

 

"ნებისმიერი კონიაკის მოყვარული გეტყვის, რომ 20 წლის დაძველებით კონიაკი უფრო კარგია, ვიდრე სამი წლით დაძველებით. არ გეწყინოთ, მაგრამ ძალიან ჭყინტი ხართ იმისთვის, რომ გახდეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. თქვენ ფაქტობრივად კანცელარიაში გაქვთ გატარებული დრო თანაშემწედ, სავარაუდოდ, კლანის წევრის რომელიმე თანაშემწე იყავით, და არ გაქვთ ცხოვრების გამოცდილება"