21 ოქტ 2019 16:08 548

"არ გვაქვს ვალდებულება, რომ 21 რიცხვში, დღის 11 საათზე უნდა დაერიცხოთ ბენეფიციალებს თანხა" - ჯანდაცვის სამინისტრო

 

 

ცოტა ხნის წინ, ჟურნალისტმა შორენა მარსაგიშვილმა ექსკლუზიურად მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ სოციალურად დაუცველებს თანხა ჯერ კიდევ არ ჩარიცხვიათ, "21 რიცხვში, 14.30 საათთზე, იდგნენ ბანკომატებთან და ელოდნენ, ერთი დარჩა ბანკომატთან, იდგა, ჩუმად ტიროდა, ამბობდა, რომ დღეს თუ გაზს არ გადაიხდის, ჩაუჭრიან, იქნებ, შიოდა კიდეც..."

 

"ალია" დაუკავშირდა, ჯანდაცვის სამინისტროს:

 

 

ეს არის თვის შემწერობა და ჩვენ არ გვაქვს გაწერილი, რომ 21-ში დღის 11 საათზე უნდა ჩაირიცხოს თანხა. კანონმდებლობის მიხედვით, შეგვიძლია თანხა ჩავრიცხოთ, 27-28 რიცხვშიც, თვის ბოლოს, მაგრამ, როცა არის საშუალება, ჩვენი კეთილი ნებაა და ვრიცხავთ მყისიერად. ამჯერად, 20 რიცხვი იყო კვირა და ამიტომ თანხა გადავრიცხეთ პარასკევს ბანკში, რომ დროულად გაეცათ თანხა. თანხა უკვე ბანკში დევს და დაიწყება გაცემა, ალბათ.

"ალიას" ჰქონდა კითხვა, რომელი რიცხვიდან იწყება ჩარიცხვა, თუ კანონმდებლობით გათვალისწინებულია ბოლო დღე და ეს არის 27-28 რიცხვი, რომელია პირველი რიცხვი, გვიპასუხეს, რომ - 20-21.

თუ 20-21-ში იწყება თანხების გადარიცხვა, როგორ გადაურიცხეს და რის საფუძველზე ბანკს ჯერ კიდევ 18 რიცხვში თანხა - ვერ გავარკვიეთ, ამაზე პასუხი ისევ იგივეა, რომ ჩარიცხვები იწყება 20-21-ში, რადგან სოციალურად დაუცველ ოჯახთა მონაცემი ცვლადია და განახლებადი და თვის ბოლოს ამიტომ იწყება დარიცხვა. 

 

 

"ალია" დაუკავშირდა ლიბერთი ბანკსაც, რომელმაც გვიპასუხა, რომ თანხა ბანკის ანგარშზე აისახა დღეს, 21 ოქტომბერს და დღის ბოლომდე, ყველა ბენეფიციალს დაერიცხება თანხა.

 

რეალურად, როდის გადაურიცხა ჯანდაცვის სამინისტრომ თანხა ბანკს და რომელი ბრძანების საფუძველზე გადარიცხა თანხა 18-ში, თუ გადარიცხვების დაწყების ვალდებულება 20 რიცხვიდან აქვს, ვერ დავადგინეთ, ჩვენც კი ვერ დავადგინეთ.

ისევე, როგორც დაუდგენელია, თუ 18-ში შეიძლებოდა გადარიცხვა, რატომ არ შეიძლებოდა 17-ში საღამოს დაერიცხათ  ბანკისთვის, რომ 20 - ში და 21-ში, ბენეფიციალებს საკვების ყიდვა და გაზის საფასურის გადახდა შეძლებოდათ.

 

რა გახდა კანონში ზუსტად გაწერა ზუსტი რიცხვების, რატომ უნდა ვიყოთ, სამინისტროს "კეთილი ნების" იმედად?

 

ალია