21 ოქტ 2019 16:33 1996

"არასოდეს მითქვამს, რომ წერილი გახარიას დაწერილია" - მამუკა ხაზარაძე

 

 

 

 

 

 

მამუკა ხაზარაძის განცხადება:

 

„როგორც დავპირდი საზოგადოებას, კანონის წინაშე შევასრულე ყველა ის ვალდებულება და წერილი ჩავაბარე იმ უწყებას, რომლის დიდი იმედი არ მაქვს. თუმცა, ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანმა უნდა გადადგას მსგავსი ნაბიჯი იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გავწმინდოთ ტყუილებისგან. წერილი მივიღე გახარიასგან, თუმცა, არასდროს მითქვამს, ვის მიერაა დაწერილი.

იმედია, ამ ერთი წლის განმავლობაში, რაც პროკურატურას დარჩა, გამოიძიებენ. ერთი წლის შემდეგ, ამ შენობის „დემონტაჟს“ გავაკეთებს ჩვენ, რათა საქართველოში დამყარდეს წესიერი მართლმსაჯულება და არა მოსყიდული და ვიღაცაზე მომუშავე პროკურორები"