21 ოქტ 2019 16:50 215

ნარმანია სემეკს 3 წელი უხელმძღვანელებს

 

 

 

 

 

 

სემეკს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) მომდევნო 3 წლის განმავლობაში დავით ნარმანია უხელმძღვანელებს.

სემეკში ჩატარებული არჩევნების შედეგად კომისიამ თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა, ხვალ კი ნარმანია სემეკის თავმჯდომარედ ოფიციალურად დაამტკიცებენ.

ნარმანია 2017 წლიდან სემეკის კომისიის წევრის თანამდებობას იკავებდა და საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მომდევნო სამი წელი სემეკს სწორედ ის უხელმძღვანელებს.