21 ოქტ 2019 17:34 4702

ბოტანიკურ პარკში ეძებენ გიურზას, რომელსაც, 8 წლის ბავშვმა, ფოტო გადაუღო

 

 

 

 

 

 

პარასკევს, თბილისის ბოტანიკური პარკში, მესამე კლასელმა ბავშვმა, გადაიღო ფოტო, სადაც აღბეჭდილი, მოაჯირის ქვეშ გაწოლილი ქვეწარმავალი, კერძოდ, გიურზა.

 

"ალია" ესაუბრა მოსწავლის პედაგოგს:

 

ექსპკურსიაზე ვიყავით, ვარიდებდი მოაჯირებს, გადახედვის და ახლოს მისვლის უფლებას არ ვაძლევდი ბავშვებს, სიმაღლის გამო. მშვიდობიანად ავიარეთ, უკან რომ ვბრუნდებოდით, მაშინ შევამჩნიეთ, თბილ ქვაზე გაწვა, ალბათ. ცოცხალი იყო, რადგან რაღაც მომენტში, თავი გააქანა. ბავშვებს ძალიან შეეშინდათ, მერე, ბოტანიკურის დაცვას უთხრეს, გველი ვნახეთო, იმას, ხუმრობა ეგონა, თუ რა მოხდა, არ ვიცი, უპასუხნია: - მერე ვერ წამოიყვანეთო?

გზაში ბავშვებს ვუთხარი, რომ ნემსი გაუკეთა ბოტანიკური ბაღის თანამშრომელმა და იმიტომ იწვა იქ და ისე - ასე მოვახერხე პატარების დამშვიდება.

 

 

"ალია" დაუკავშირდა თბილისი ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს, აჩვენა ფოტო, სამსახურიდან დაგვიდასტურეს, რომ ქვეწარმავალი გიურზაა:

 

ყველა ქვეწარმავალს თავისი როლი აქვს ეკოსისტემაში, ჩვენ უახლოესი დღეების მანძილზე, გამოძახება არ გვქონია, როცა გვაქვს, ვიჭერთ და გადაგვყავს უსაფრთხო ადგილას, ნაკრძალებში მაგალითად. ნაკრძალებშიც დადიან ადამიანები, მაგრამ ის იმიტომაა ნაკრძალი, რომ ველური ბუნებაა, იქ შველაც შეიძლება შეხვდეთ და მგელსაც. 

ნაკრძალისგან განსხვავებით, ბოტანიკურ ბაღში არ შეიძლება, გიურზას დატოვება, ამიტომ, ჩვენ ახლავე ვაგზავნით ჯგუფს ადგილზე. საერთოდ, ქვეწარმავალზე შემოსული ინფორმაცია პრიორიტეტულია და მყისიერად ხდება რეაგირება.

ქვეწარმავალი, მათ შორის, გიურზა, საკბენად იწევს მაშინ, როცა ფეხს ადგამ, ან ხელით ეხები, ისე არ გიკბენს, პირიქით, გარბის და იმალება,

 

 

"ალია" ესაუბრა თბილისის ბოტანიკური პარკის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსაც:

 

ჩვენ გვყავს ამ კუთხით სპეციალისტი და პარასკევის მერე, მიმდინარეობს ამ ადგილის კვლევა და კონტროლი. ვეძებთ მას შემდეგ. ეს არის 700 მეტრიანი მოაჯირი და იმის იქეთ უკვე არის კლდე. შესაბამისად, პოვნა, ცოტა რთულია.

5 წელია აქ ვმუშაობ და პირველი შემთხვევაა, არა თუ გიურზას აღმოჩენის, საერთოდ, ქვეწარმავლის აღმოჩენის პარკში. ამიტომ, ჩვენთვის ეს მოულოდნელობა იყო, თუმცა, სპეციალისტთან ერთად, ყველა თანამშრომელი გაძლიერებულად აკონტროლებს პარკს და განსაკუთრებით იმ ტერიტორიას, სადაც ფოტო იქნა გადაღებული. გვესაუბრა ცხოველთა მონიტორინგის სამსახური და ისინიც შემოგვიერთდებიან და რომ ვიპოვნით, გადავიყვანთ ისეთ ადგილას, სადაც ხალხმრავლობა არ არის. მოგეხსენებათ, მათი უტილიზაციის უფლება არა გვაქვს, ისინიც ეკოსისტემის ნაწილი არიან.

 

 

ალია