21 ოქტ 2019 17:39 312

არასრულწლოვან ბიჭს მატარებელი დაეჯახა

 

 

 

 

 

 

მეტროსადგურ გოცირიძის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასრულწლოვან ბიჭს მატარებელი დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდი საავადმყოფოშია მოთავსებული, მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდიბარეობს, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

ნიუპოსტი