21 ოქტ 2019 18:01 2750

ევროკავშირმა ციხელაშვილს ჰკითხა, რატომ არ ჩავიდა ატოცში - რას მოჰყვა ციხელაშვილის განცხადება

 

 

 

 

 

"ალიას" ინფორმაციით, ციხელაშვილი, განცხადების გაკეთებასაც არ აპირებდა, მაგრამ ევროკავშირის სადამკვირებლო ჯგუფიდან შესულა შეკითხვა, რატომ არ მოინახულა მინისტრმა ატოცი და ოკუპაციის ფაქტს რატომ არ დააკვირდა პირადად - ამიტომ გაღიზიანდა ქალბატონი მინისტრი და ფაქტებთან შეუსაბამო კომენტარი გააკეთა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის, რეალობასთან შეუსაბამო განცხადება:

„მიმდინარე ოკუპაციის თემა არის ის მთავარი თემა, რომელზეც მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მთელი სახელმწიფო აპარატი, კომპეტენიციიდან გამომდინარე პირადად მეც თითოეულ ეპიზოდზე ვარ ჩართული. მედიასთან შეხვედრის წინაც,
სხდომაზეც არაერთხელ ვთქვი, ატოცში ფიზიკურად არაერთხელ ვარ ნამყოფი და არავინ არასდროს გაურბის შეკითხვებზე პასუხებს. ამაზე რაღაცა აჟიოტაჟის ხელოვნურად აწევა, უბრალოდ სპეკულაციაა და საერთოდ ამაზე აღარც კომენტარი მიმაჩნია სერიოზულად. სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე, იქ ხალხი ცხოვრობს და დღეს, მიუხედავად ამ მძიმე ეპიზოდის, რაც ჰქონდათ ორი დღის წინ, სადაც ღობეები გააკეთეს, ადამიანები საკუთარ მამულს ამუშავებენ. ამ მძიმე პირობებში, ხალხი თვითონ ახერხებს იმას, რომ ცხოვრება გააგრძელოს, მიწაზე დამაგრდეს და ის ყველაზე კარგად გრძნობს, რა სჭირდება. ჩვენ მათ გვერდში ვუდგავართ. ჩვენი პასუხი მათ შორის ეს არის საგარეო ზომებთან ერთად, რომ ატოცელებს დავუდგეთ გვერდზე." (ნიუპოსტი)

 

 

 

როცა მინისტრმა არ იცის, რომ "აჟიოტაჟის აწევა" - ასეთი ფრაზა - არ არსებობს ქართულში, აჟიოტაჟს ვერც აწევ, ვერც დაწევ და ვერც გაწევ - რაღაზე უნდა ვისაუბროთ, წესით.

მინისტრი ციხელშვილი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ორი დღის წინ ღობე გაავლეს ოკუპანტებმა ატოცში, თუმცა, მაინც ვერ ხვდება რატომ უნდა ჩასულიყო ატოცში, რადგან, თურმე - ხალხი თვითონ ახერხებს იმას, რომ ცხოვრება გააგრძელოს - ჩვენით, თუ ვახერხებთ, თქვენ რაში გიხდით, აბა, ხელფასს? რაში გვჭირდებით თქვენ მაშინ?

მართალია, გუშინ ოკუპაცია გაგრძელდა, ატოცში მავთულხლართი გაიყვანესო,, მაგრამ - ჩემი ჩასვლა რა საჭიროა - დღეს უკვე ატოცელები მამულებს ამუშავებენ და ცხოვრებას აგრძელებენო.

ამით ხელისუფლებამ მთავარი მესიჯი გამოაგზავნა - ატოცელები შეეგუენ და თქვენც შეეგუებითო. 

კიდევ რას შევეგუოთ?

დავით გარეჯის დაკარგვას?

ჩორჩანას ტყის დაკარგვას?

სოფლების: ყობის, უდაბნოს და დოლომიტის საბადოს დაკარგავს?

და ცხოვრება ისე გავაგრძელოთ, ისე ჩუმად ვიაროთ ჩვენს  ბაღ-ბოსტნებში, ხმაც არ მოგაწვდინოთ, არ შეგაწუხოთ, ხო?

და გვერდში დგომა რით გამოიხატება, აბა? - სიტყვით?

სიტყვით, ევროპაც ჩვენს გვერდითაა და ამერიკაც, სიტყვით, რუსეთიც ჩვენზე ზრუნავს, რომ ჰკითხო.

ნუ "აწევთ" ასეთ მძიმე "აჟიოტაჟს" , ქალბატონო ქეთევან, დადეთ, დადეთ, არაფერი გეტკინოთ, დადეთ და დაბრძანდით, დაისვენეთ. ბოდიში, რომ შეგაწუხეთ.

 

ატოცელებო, შემოგვეხმიანეთ ნომერზე: 555 46 08 04, სახელების და გვარების დასახელების გარეშეც შეგიძლიათ საუბარი!

 

ალია