21 ოქტ 2019 18:19 344

"გახარიას პირობა, ობიექტურ გამოძიებაზე - ჩანასახშივე ტყუილი იყო"

 

 

 

 

 

 

ორგანიზაცია "სირცხვილიას" წევრი, ნოდარ რუხაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

 

 

"ასეთი ამბავია, 20 ივნისის აქციის დარბევის გამო წარმოებულმა გამოძიებამ არ მოახდინა არც ერთი სამართალდამცველის იდენტიფიცირება.

6 ექსპერტი მუშაობდა ამ საქმეზე. სასამართლოს წინაშე ჩვენება მისცა ორმა. მათი მტკიცებით, არც ერთ მათგანს არ მოუხდენია პოლიციელების ან სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების ამოცნობა. ნათელია, რომ გამოძიების მიზანი თავიდანვე იყო მოქალაქეთა ბრალეულობის დადგენა და მათი დასჯა - არა პოლიციელების ან სხვა სამართალდამცავების.

 

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის “პირობა,” რომ ობიექტური გამოძიება დაადგენდა ყველა პირის ბრალეულობას, ორივე მხრიდან, ჩანასახშივე ტყუილი იყო"