21 ოქტ 2019 18:34 354

"სამედიცინო დასკვნას ის ექიმი აწერს ხელს, რომელიც ციხის საავადმყოფოში არც შესულა"

 

 

 

 

 

 

 

მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, წმინდა სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხს არ განიხილავს, მსჯავრდებული დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე გამოეხმაურა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში თორნიკე მამალაძემ განაცხადა, მიტროპოლიტის განცხადება შორენა თეთრუაშვილის მიერ არის დაკვეთილი და დეკანოზის დისკრედიტაციას ემსახურება

 

 

„მეუფე იოანეს განცხადება, სავარაუდოდ, შორენა თეთრუაშვილის მიერ არის დაკვეთილი. წმინდა სინოდის განჩინებაში წერია, როცა საქართველოს სასამართლოების სამივე ისტანციაში დასრულდებოდა საქმის განხილვა, წმინდა სინოდს უნდა შეეკრიბა კომისია, რომელიც ჩემი ძმის საქმეს განიხილავდა. ამის მიუხედავად, წმინდა სინოდს კომისია არ შეუკრიბავს. ჩემი აზრით, მეუფე იოანეს მეხსიერება ღალატობს, ვინაიდან თვითონაც იჯდა სინოდის შეკრებაზე და მოსმენილი აქვს, რომ კომისია უნდა შეეკრიბათ. ეს ყველაფერი ჩემ ბოლოდროინდელ აქტივობებს უკავშირდება და მეუფეს სურს, ამ განცხადებით ჩვენი დისკრედიტაცია მოახდინოს. მხოლოდ მეუფე იოანე არ წყვეტს, ჩემი ძმის საქმე განიხილონ თუ არა, წმინდა სიონოდს თავმჯდომარე ჰყავს“, - განაცხადა მამალაძემ.

ამასთან, ის გამოეხმაურა ასევე, მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის განცხადებასაც, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არც ისე მძიმეა. როგორც მამალაძე აღნიშნავს, ექიმს, რომელმაც მსგავსი დასკვნა გასცა, პროკურატურა აშანტაჟებს.

„ჩემი ძმის სამედიცინო დასკვნას ის ექიმი აწერს ხელს, რომელიც ჩემ ძმასთან საერთოდ შემხებლობაში არ ყოფილა, ეს ადამიანი ციხის საავადმყოფოში არ შესულა და ისე აწერს დასკვნას ხელს. ამ ექიმის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს. მან პაციენტი არ მიიღო, რომელმაც შემდეგში რუსთავში ძმიშვილი მოკლა. მის კომპეტენციას ეს ფაქტიც მოწმობს, ის მოსყიდულია. ჩემი აზრით, მას აშანტაჟებენ და დააწერინეს ის დასკვნა. ეს მიზანმიმართულად ხდება, რომ მერე საპატრიარქოს წარმომადგენლები გამოვიდნენ და თქვან, რომ ჩემ ძმას არაფერი ჭირს"