21 ოქტ 2019 18:40 303

„ბეთლაივის“ ერთ-ერთ კაზინოში გაზის გაჟონვის შედეგად, 4 ახალგაზრდა გოგონა მოიწამლა"

 

 

 

 

 

 

 

 

 

გლდანში „ბეთლაივის“ ერთ-ერთ კაზინოში გაზის გაჟონვის შედეგად 4 ახალგაზრდა გოგონა მოიწამლა - ინფორმაციას ამის შესახებ "პრაიმტაიმი" ავრცელებს.

დაშავებულები ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკა „მედისონში“ მოათავსეს.

„მედისონის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ 4 ადამიანი გაზის ინტოქსიკაციით ცოტა ხნის წინ შეიყვანეს და ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დამატებით დეტალებზე კლინიკაში ამ ეტაპზე არ საუბრობენ.