21 ოქტ 2019 19:49 416

"საპროცესო გარიგება, იმ ხალხის შეურაცხყოფა იქნება, ვინც - რუსეთთან ფლირტს აპროტესტებდა"

 

 

 

 

 

 

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, ტელეკომპანია “მთავარისთვის“ გამოგზავნილ წერილში აცხადებს, რომ საპროცესო შეთანხმებაზე არ წავა და 3 პუნქტს ასახელებს, თუ რატომ არ დათანხმდება საპროცესო შეთანხმებას.

ოქრუაშვილის თქმით, თუ ის საპროცესო შეთანხმებაზე წავა, ეს იქნება როგორც 20 ივნისის ღამეს პარლამენტთან მყოფი ადამიანების შეურაცხყოფა, ასევე მისი პოლიტიკური თვითმკვლელობა.

“ჩემთან მიმართებაშ ივანიშვილს სამი არჩევანი აქვს, თუ როგორ უნდა გამძვრეს იმ ხაფანგიდან, რომელშიც თავისი უჭკუობით აღმოჩნდა. პირველი - მისი ჯიბის სასამართლომ სრულად გამამართლოს იმ ბრალდებაში, რომელშიც მისი და მისი მრჩეველების თავში მოიხარშა. მეორე - გამომიშვას გირაოთი და საქმე თაროზე შემოდოს. მესამე - მომისაჯოს მაქსმუმი - 9 წელი. არანაირი მეოთხე და საპროცესო შეთანხმება არ არსებობს. საპროცესო გარიგება ნიშნავს, ბრალის აღიარებას და ჩემი მხრიდან ამაზე დათანხმება იქნება ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც ივანიშვილისმიერ გავრილოვის ჩამოყვანით რუსებთან ფლირტს აპროტესტებდა და 20 ივნისს რუსთაველზე, ასევე იმ ადამიანების შეურაცხყოფაა, ვინც ივანიშვილმა და გახარიამ იმ ღამეს დაასახიჩრეს და ციხეში გამოკეტეს. იმაზე არაფერს ვამბობ, რომ ეს იქნება საკუთარი თავის შეურაცხყოფა და პოლიტიკური თვითმკვლელობა“

 

ირაკლი ოქრუაშილის მეგობრები, მისი გათავისუფლების სანაცვლოდ, სასამართლოს 500 000 ლარს სთავაზობენ.