21 ოქტ 2019 21:19 15284

ივანიშვილის სახლში იყვნენ გახარია, გომელაური, კალაძე, ნარმანია, ჩუბინიძე, თალაკვაძე და ღარიბაშვილი.

 

 

რამდენიმე კვირის წინ, "ალია" წერდა, როდის და სად მოხდა, რეალურად, ნარმანიას დანიშვნა სემეკის თავმჯდომარედ. 

არა, იმას კი არ ვამბობთ, ხომ გეუბნებოდითო, იმის თქმა გვინდა, რომ თუ სემეკის თავმჯდომარის დანიშვნა გამართლდა, კალაძის კვოტაც უნდა გაემზადოს, უკან დასახევი ბილეთის საყიდლად.

წინასწარ დაჯავშნული ბილეთი - ნაკლები ხარჯია, მეგობრებო!

 

 

 

„გასულ კვირას დიდი შეკრება გაიმართა. ივანიშვილის სახლში იყვნენ გახარია, გომელაური, კალაძე, ნარმანია, ჩუბინიძე, თალაკვაძე და ღარიბაშვილი. სწორედ იქ ითქვა, რომ გუნდურობის პრინციპის დარღვევის შემთხვევაში, რეაქცია იქნება ძალიან მკაცრი და რომ ერთგულებისა და საჭირო დროს პირში წყლის ჩაგუბების შემთხვევაში, ყველას ყველაფერი დაუფასდება და იქვე გაირკვა, რომ სემეკის თავმჯდომარედ ნარმანიას კანდიდატურა დასახელდებოდა.

 

ამით კალაძეს მიანიშნეს, რომ თბილისის მერობიდან მსუყე ადგილზე შეიძლება წასვლა, თუმცა... ივანიშვილი ხვდება, რომ კალაძე თანამდებობას ხელფასის გამო არ დახარბდება. მას საკმარისი ფული აქვს იმისთვის, რომ ხელფასზე არ იფიქროს. შესაბამისად, კალაძეს პოლიტიკური ამბიციები აქვს, მაგრამ სიტუაცია ისე დალაგდა, რომ ამ ამბიციების დროებით დაოკება მოუწევს და საქმეში მაშინ ჩაერთვება, როცა საპარლამენტო სიის დალაგება დაიწყება. დღეის მონაცემებით, გამსვლელ სიაში კალაძის კვოტა საერთოდ არ იქნება დაკომპლექტებული და ამ ნაბიჯით ივანიშვილი მას საბოლოოდ დაასუსტებს“, - გვეუბნება „ოცნების“ გუნდში მომუშავე ექსპერტი.

 

ანი დვალიშვილი

ალია №34